
საჭიროა ლიცენზია
ახალი კანონის თანახმად, პიროტექნიკის ქვეყანაში შემოტანა, გატანა, წარმოება და გაყიდვა მხოლოდ იმას შეეძლება, ვისაც ლიცენზია აქვს. თუ ლიცენზია არა გაქვს, 5 000 ლარით დაჯარიმდები, თან შეიძლება პიროტექნიკაც ჩამოგართვან.
თუ ლიცენზია გაქვს, მაგრამ ამ ლიცენზიის წესებს არღვევ, ჯარიმა 2000 ლარია.
თუ პიროტექნიკას ისეთი ადამიანი ან კომპანია შეიძენს, ვისაც შეძენის უფლება არა აქვს 1000 ლარით დაჯარიმდება.
ვინ გასცემს ლიცენზიას?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეუწყება – რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.
ვისზე ვრცელდება კანონი?
ეს წესები ვრცელდება როგორც კომერციული, ისე პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ პიროტექნიკაზე.
ლიცენზია ყველანაირ პიროტექნიკას სჭირდება?
ლიცენზია არ სჭირდება იმ პიროტექნიკის გაყიდვას, რომელიც არ ფეთქდება – ეს არის F1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკული ნაწარმი, მაგალითად ბენგალური სანთელი და შუშხუნა. ასევე, P1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკაც.
მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვაც
F1 კატეგორიის პიროტექნიკის შესაძენად სულ მცირე 16 წლის უნდა იყოთ. F1 კატეგორიის ფოიერვერკის ხმაურის დონე არ აღემატება 120 დბ-ს 1 მეტრის მანძილზე. ის შეიძლება დახურულ სივრცეშიც ისროლო.
F2, F3, F4, T1, T2, P1, P2 კატეგორიის შესაძენა მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ თუ 18 წლის ხართ. თან მხოლოდ მაშინ თუ გაქვთ სერთიფიკატი ან გაყიდვაზე ლიცენზია. ამ კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება (გარდა P1 ქვეკატეგორიისა) მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.
არის ვინმე, ვისაც არ სჭირდება ლიცენზია?
კი – სახლემწიფო უწყებებს, რომელბიც აკონტროლებენ თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის სფეროებს, ან მაგალითად იმ შემთხვევაში თუ ფეერვერკებს ყიდულობენ ოფიციალური დღესასწაულებსითვის.
რა არის აკრძალული?
აკრძალულია დასახლებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის პიროტექნიკის გამოყენება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე.
დღესასწაულებზეც აკრძალულია?
დღესასწაულებზე შეიძლება:
- ახალ წელს – 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე.
- „ძველით ახალ წელს“ – 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე.
- 9 აპრილს – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.
- 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს.
ისევ და ისევ, შეზღუდვები არ ეხებათ სახელმწიფო სტრუქტურებს.
აქციებზე პიროტექნიკის სროლა შეიძლება?
არა, არ შეიძლება. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ არამარტო პიროტექნიკის, არამედ ლაზერის გამოყენება და ალკოჰოლური სასმელებიც.
თუკი პოლიციამ აქციის მონაწილეს პიროტექნიკა აღმოუჩინა, მას 5000 ლარით დააჯარიმებენ ან სულად 15 დღით დააპატიმრებენ.
პიროტექნიკასთან დაკავშირებით ცვლილებები „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დეკემბერში მიიღო და ის ხალხის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვით ახსნა. პიროტექნიკამ ხელისუფლებისა და კანონმდებლების ყურადღება მიიქცია ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო გამოსვლების დროს, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩერა, რასაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი გამოსვლები მოჰყვა.
https://gdb.rferl.org/30e45355-20ef-4411-991c-9bae14fb0a65_cx0_cy10_cw0_w800_h450.jpg
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/33378755.html