Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ცესკო ISFED-ის პასუხად ამბობს, რომ 11 უბანზე გენდერული სტატისტიკა ცდომილებით დამუშავდა
  • ახალი ამბები

ცესკო ISFED-ის პასუხად ამბობს, რომ 11 უბანზე გენდერული სტატისტიკა ცდომილებით დამუშავდა

NewsGeorgia November 8, 2024
ცესკო ISFED-ის პასუხად ამბობს, რომ 11 უბანზე გენდერული სტატისტიკა ცდომილებით დამუშავდა


„მონაცემებს ითვლიან რეგისტრატორები არა საარჩევნო, არამედ მხოლოდ გენდერული სტატისტიკის დამუშავების მიზნით და შესაძლოა, დათვლის მეთოდოლოგიისა და გარემოებების გათვალისწინებით, მცირედით განსხვავდებოდეს რეალური გენდერული აქტივობისგან…

11 საარჩევნო უბანია, სადაც კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შეცდომით გადმოიგზავნა არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ცდომილება არჩევნებში მონაწილე კაცების რაოდენობაში“, – თქვა პრესკონფერენციაზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

ის, რასაც ცესკოს პრესსპიკერმა „მცირედი ცდომილება“ უწოდა, ბაკურიანში ჩატარებულ არჩევნებზე 15%-იანი განსხვავებაა.

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ISFED-მა ცესკოდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია გენდერულ ჭრილში არჩევნებისთვის რეგისტრირებული და მასში მონაწილე ამომრჩევლის შესახებ. ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ უბანზე უფრო მეტმა კაცმა მისცა ხმა, ვიდრე საარჩევნო სიაში იყო.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ მაგალითად დაასახელა ბორჯომის ოლქში, ბაკურიანში, გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც რეგისტრირებული იყო 514 კაცი ამომრჩეველი, თუმცა ხმა მისცა 599-მა კაცმა. ყველა კაცი ამომრჩევლისა და სპეციალურ სიაში მყოფი ადამიანების (8) მისვლის შემთხვევაშიც კი აქტივობა 15%-ით (77 კაცით) მეტი გამოდის.

ISFED-ის ცნობით, მსგავსი შედეგები დაფიქსირდა ყვარელში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის, სამტრედიისა და ნინოწმინდის საარჩევნო უბნებზე.

პრესკონფერენციაზე ცესკოს პრესსპიკერ ნათია იოსელიანს რამდენიმე ჟურნალისტმა დაუსვა დამაზუსტებელი კითხვა სტატისტიკურ მონაცემებს შორის უზუსტობაზე.

„ყველაზე მთავარი არის მეორე საკითხი – არჩევნებში მონაწილე ქალებისა და კაცების სტატისტიკა, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საბოლოო შედეგებთან კავშირში არ არის. არც კანონმდებლობა არ მოითხოვს მსგავსი ინფორმაციის შეყვანას“, – თქვა მან პასუხად.

მსგავსი უზუსტობა დაფიქსირდა სამტრედიის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზეც, სადაც მოქალაქეები ხმას ელექტრონულად აძლევდნენ. ცესკოდან ISFED-სთვის მიწოდებულ ცხრილში ეწერა, რომ ამ უბანზე რეგისტრირებული იყო 660 კაცი, ხმა კი 673-მა კაცმა მისცა.

ელექტრონულ უბნებზე არჩევნებში მონაწილე კაცებსა და ქალებს სპეციალური მოწყობილობა ითვლიდა. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვა სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა.

„მე უკვე განვმარტე, აღნიშნული განმარტება უკვე გავაკეთე. დანარჩენი შეგიძლიათ თავად ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე!.. სხვა კითხვები თუ არსებობს? განმარტება უკვე მოგეცით. სხვას აცალეთ“, – უთხრა პრესსპიკერმა ჟურნალისტს.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.

Tags: ”სამართლიანი არჩევნები” ISFEDის ამბობს არჩევნები არჩევნები-2024 არჩევნების გაყალბება ახალი ამბები გენდერული დამუშავდა ნათია იოსელიანი პასუხად რომ სტატისტიკა უბანზე ცდომილებით ცესკო

Continue Reading

Previous: მიშელი: სერიოზული ეჭვებია არჩევნების გაყალბებაზე
Next: “ჩვენი ინტერესია საერთაშორისო შეფასების მისია” – ოპოზიციური კოალიციის ლიდერები არჩევნების საკითხზე ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.