Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ახალი ამბები

„შსს-ს თანამშრომელმა ყოფილ ცოლს და სიდედრს ესროლა და თვითდაზიანება მიიყენა” – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

NewsGeorgia September 19, 2023
„შსს-ს თანამშრომელმა ყოფილ ცოლს და სიდედრს ესროლა და თვითდაზიანება მიიყენა” – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორი ადამიანის მკვლელობის საქმეზე კომენტარი გააკეთა ბაჩო კვარაცხელიამ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა.

საგამოძიებო სამსახურის ვერსიით, შსს-ს თანამშრომელმა ყოფილ ცოლსა და სიდედრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა თვითდაზიანება. იგი ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემთხვევის ადგილზე ამწუთას ატარებს საპროცესო მოქმედებას.

„ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე ტარდება ყველა საჭირო და აუცილებელი საპროცესო მოქმედება, რაც შეეხება დამატებით დეტალებს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოებას დამატებით დეტალებს მივაწვდით”, – თქვა კვარაცხელიამ.

შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა, კაცს შემაკავებელი ორდერი გამოწერილი, კვარაცხელია პასუხობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ყველა ფაქტი მოწმდება და საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცემა პასუხი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ დაღუპულის არასრულწლოვანი შვილები და ასევე ერთ-ერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს.

Tags: ახალი ამბები და ესროლა თანამშრომელმა თვითდაზიანება მიიყენა მკვლელობა საგამოძიებო სამსახური სიდედრი სიდედრს სპეციალური ყოფილ შსს-ს თანამშრომელი შსსს ცოლი ცოლს

Continue Reading

Previous: კიევში მკვდარი იპოვეს ხერსონის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი
Next: კოსოვოს პრემიერი ევროკავშირის წარმომადგენელს ადანაშაულებს სერბეთის სასარგებლოდ მიკერძოებულობაში

კავშირშია

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა
  • ახალი ამბები

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა

საინტერესო

ერევნის თანახმად ყარაბაღიდან დევნილთა რიცხვი 100 000-ს უახლოვდება ერევნის თანახმად ყარაბაღიდან დევნილთა რიცხვი 100 000-ს უახლოვდება
  • ახალი ამბები

ერევნის თანახმად ყარაბაღიდან დევნილთა რიცხვი 100 000-ს უახლოვდება

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.