Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • შსს-მ გამოძიება დაიწყო ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმის გამო
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმის გამო

NewsGeorgia November 16, 2024
შსს-მ გამოძიება დაიწყო ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმის გამო

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს”, – აცხადებს შსს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, ხოლო მანამდე კი მას “შავი ლაქა” უწოდა. ინციდენტი მოხდა სხდომაზე, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესაჯამებლად დაინიშნა.

შსს აცხადებს, რომ კირთაძემ კალანდარიშვილს “ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე” შეასხა.

„ეს იყო ჩვეულებრივი საღებავი“ – უთხრა კირთაძემ ტელეკომპანია პირველს – “ეს იყო ზუსტად ის შავი ლაქა, შავი საღებავი, რომელმაც [მან] თავის ქმედებით, მის მიერ დაორგანიზებული არჩევნებით, ჩვენს ქვეყანას დაამჩნია“ – თქვა ოპოზიციონერმა.

“ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – აცხადებს შსს.

გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე დავით კირთაძემ ცესკოს სხდომაზე შეასხა

შავი სითხის შესხმის ინციდენტის შემდეგ, გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს სხდომაზე, გამოცვლილი ტანსაცმლით, თვალახვეული დაბრუნდა და საუბრისას, ხელით ხშირად ეხებოდა ცალ თვალზე აკრულ საფენს. სხდომის შემდეგ კი, ცესკომ განაცხადა, რომ თავმჯდომარემ ბრიფინგის ჩატარება ვერ შეძლო.

არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა.

Tags: ახალი ამბები გამო გამოძიება დაიწყო თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმის შსსმ ცესკოს

Continue Reading

Previous: სი ძინპინთან ბოლო მოლაპარაკებისას ბაიდენი შეეხება ჩრდილოეთ კორეის კავშირებს რუსეთთან
Next: რადგან ოპოზიციონერი ვიყავი – გიორგი სიორიძე ჰყვება, როგორ გააძევეს ცესკოს სხდომიდან

კავშირშია

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა
  • ახალი ამბები

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა

შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
  • ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა
  • ახალი ამბები

აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა

საინტერესო

რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ
  • ახალი ამბები

რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.