ანბანით გაცოცხლებული საქართველოს ისტორია – ქართველი ხელოვანი, შოთა საგანელიძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს. კალიგრაფიული პორტრეტები ამერიკის კონგრესში, კოლუმბიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში გამოიფინა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ხელოვანმა სტუდენტებს მასტერ კლასიც ჩაუტარა.