20 ნოემბერს ინტენსიური ბრძოლა დაიწყო ღაზის ერთ-ერთ სავადმყოფოსთან, რომელსაც კვირების განმავლობაში აფარებენ თავს ათასობით პაციენტი და იძულებით გადაადგულებული პირები – იმ ფონზე, როცა ისრაელი აძლიერებს თავის შეტევას, რომელიც, მისი თქმით, მიმართულია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასისა” და მათი ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.
ინდონეზიური საავადმყოფოს მეორე სართულს ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა – იუწყება “ჰამასის” მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო.
ამ შეტევამდე ერთი დღით ადრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შიფას საავადმყოფოდან განახორციელა 31 ნაადრევად დაბადებული ჩვილის ევაკუაცია.