Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ახალი ამბები

შაშხანა, ბეწვის ქუდი და დრონები – კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეაში რუსეთიდან საჩუქრებით ბრუნდება

NewsGeorgia September 19, 2023
შაშხანა, ბეწვის ქუდი და დრონები – კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეაში რუსეთიდან საჩუქრებით ბრუნდება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ორშაბათს თავისი ბრონირებული მატარებლით რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა. გავრცელებული ინფრმაციით, კიმს თან მიაქვს რუსი მასპინძლის საჩუქრები, მათ შორის, შაშხანა, კოსმონავტის ხელთათმანი და სამხედრო დრონები – რაც გაეროს სანქციების დარღვევაა.

სააგენტო “როიტერი” იუწყება იმ საჩუქრების სიის შესახებ, რომლებიც პუტინმა კიმს გადასცა და რომლებსაც ის “მეგობრობის” მუზეუმში განათავსებს. ამ მუზეუმში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერების სამი თაობის მიერ მიღებული საჩუქრები ინახება.

კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სამიტის შემდეგ, კიმმა მიიღო რუსული წარმოების “უმაღლესი ხარისხის” შაშხანა. კიმმა საპასუხოდ პუტინს “ჩრდილო კორეელი ხელოსნების მიერ დამზადებული შაშხანა” გადასცა საჩუქრად.

რუსული სააგნეტო “ტასის” ცნობით, პუტინმა კიმს ასევე აჩუქა, კოსმონავტის ხელთათმანი, რომელიც ერთ-ერთი მისიის დროს, რუს კოსმონავტს ეკეთა.

პრიმორსკის რეგიონის გუბერნატორმა ოლეგ კოჟემიაკომ კიმს აჩუქა თანამედროვე, მსუბუქი ჯავშნის ნაკრები, რომელიც შექმნილია თავდასხმის ოპერაციებისთვის. ის იცავს მკერდს, მხრებს, ყელსა და საზარდულს, იტყობინება რუსული მედია.

კიმს ასევე საჩუქრად გადასცეს ხუთი ცალმხრივი თავდასხმის დრონი და გარანიუმ-25 სადაზვერვო ტიპის დრონი, რომელიც ფართოდ გამოიყენება უკრაინის ომში. ინფორმაციას ამის შესახებ “ტასი” ავრცელებს.

ეს არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს, სულ მცირე, ორ რეზოლუციას ჩრდილოეთ კორეს წინააღმდეგ, რომელსაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა. რეზოლუცია დაწესებულია კიმის ხელისუფლების მიერ წამოწყებული აკრძალული ბირთვული საქმიანობის გამო.

კიმმა მიიღო ბეწვის ქუდი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსგან ვლადივოსტოკში, სადაც მან დაათვალიერა რუსული ბირთვული ბომბდამშენები, გამანადგურებელი თვითმფრინავები, რომლებიც აღჭურვილია ჰიპერბგერითი რაკეტებით.

Tags: ახალი ამბები ბეწვის ბრუნდება და დრონები ინი კიმ კორეაში რუსეთიდან საჩუქრებით ქუდი შაშხანა ჩენ ჩრდილოეთ

Continue Reading

Previous: კოსოვოს პრემიერი ევროკავშირის წარმომადგენელს ადანაშაულებს სერბეთის სასარგებლოდ მიკერძოებულობაში
Next: ბოსნია: არ არსებობს მტკიცებულება, რომ ლავროვისთვის გადაცემული უკრაინული ხატი მოპარულია

კავშირშია

ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს
  • ახალი ამბები

ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე
  • ახალი ამბები

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

საინტერესო

იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა
  • საქართველო

იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.