Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ეკონომიკა
  • შარშან საქართველოს რუსეთში დენი არ უყიდია – ეს გამონაკლისია თუ ტენდენცია?
  • ეკონომიკა

შარშან საქართველოს რუსეთში დენი არ უყიდია – ეს გამონაკლისია თუ ტენდენცია?

NewsGeorgia February 13, 2024
შარშან საქართველოს რუსეთში დენი არ უყიდია – ეს გამონაკლისია თუ ტენდენცია?



როგორც წესი, ქვეყანა ზამთარში ელექტროენერგიას ძირითადად რუსეთისგან და აზერბაიჯანისგან ყიდულობს. ბოლო წლებში რუსეთიდან დენის იმპორტი გაზრდილიც არის.

მაშ, რაზე მიუთითებს 2023 წლის გამოცდილება? – ქვეყანა ცდილობს შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება თუ ეს მხოლოდ გამონაკლისია, რომელიც წესს ადასტურებს?

შარშან იმპორტს ქვეყანამ თავი რამდენიმე მიზეზის გამო აარიდა. ერთ-ერთი თბოსადგურებია, რომლებსაც ბოლო ორი წელია სახელმწიფო უფრო მეტად ამუშავებს.

დენის მისაღებად თბოსადგურებიც იმპორტირებულ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, თუმცა არა საბაზრო ფასად ნაყიდ, არამედ ე.წ. სოციალურ გაზს. ანუ იაფ ბუნებრივ აირს, რომელსაც ქვეყანა თურქეთში აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტის სანაცვლდ იტოვებს.

საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის ინფორმაციით, შარშან თბოსადგურების მიერ გამომუშავებული დენის ფასი კვტ.სთზე 3 – 5 ცენტს შორის მერყეობდა, ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო ფასი კი 7 – 7.5 ცენტი იყო. ფასს შორის განსხვავება აჩვენებს, რატომ იყო მომგებიანი ქვეყნისთვის ელექტროენერგიის იმპორტის ნაცვლად თბოსადგურების დატვირთვა.

მეორე მიზეზი, რის გამოც 2023 წელს იმპორტი აღარ გახდა საჭირო, დენის მოხმარების კლებაა.

პანდემიურ 2020 წელს თუ არ ჩავთვლით, ქვეყანაში დენზე მოთხოვნა იზრდებოდა, შარშან კი თითქმის 8%-ით ნაკლები ელექტროენერგია დაიხარჯა, რაც რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია: ოკუპირებულმა აფხაზეთმა და მსხვილმა ბიზნესმა, მეტალურგიულმა და მაინინგკომპანიებმა, ნაკლები ელექტროენერგია დახარჯეს.

ოფიციალური დოკუმენტებით, 2023 წელს საქართველოში რუსეთიდან 786.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რომელიც თითქმის სრულად დაიხარჯა აფხაზეთში. თუმცა ამ დენის ფულს სავარაუდოდ საქართველოს ხელისუფლება არ იხდის. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ კითხვაზე, ვინ იხდის რუსეთიდან აფხაზეთისთვის ნაყიდ ელექტროენერგიაში ფულს, გვიპასუხა, რომ ოკუპირებულ რეგიონს ქართული მხარე ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის გამომუშავებულ ელექტროენერგიას აძლევს.

მთავრობის პროგნოზით, 2023 წელთან შედარებით წელს ელექტროენერგიის მოხმარება 13.8 მილიარდ კვტ.სთ-მდე გაიზრდება, ანუ ქვეყანას 990 მლნ კვტ.სთ-ის იმპორტი დასჭირდება.

ამ პროგნოზის გათვალისწინებით, შეძლებს საქართველო, წელსაც უარი თქვას რუსული დენის იმპორტზე და თუ კი – როგორ?

„გრძელვადიან პერიოდში რომ შევხედოთ, [ელექტროენერგიის] მოხმარება ისევ თუ გაიზარდა, ჰესების გამომუშავება ვერ დაეწევა მოხმარებას. … თუ განახლებადი ენერგიების ახალი წყაროები არ აშენდა, დეფიციტი უნდა შეივსოს ან თბოსადგურებით, ან იმპორტით”, – ამბობს Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი.

დღეს ქვეყანაში 1181 მეგავატის სიმძლავრის თბოსადგურებია, შარშან ხელისუფლებამ 430 მეგავატის სიმძლავრის თბოსადგურების მშენებლობა დააანონსა, ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა რამდენიმე გადავადების გამო ჯერ კიდევ ინვესტორის შერჩევის ეტაპზეა.

Tags: დენის იმპორტი ეკონომიკა ელექტროენერგია ემბარგო ექსპორტი რუსეთი რუსეთიდან ექსპორტი

Continue Reading

Previous: პროფ. სემუელ გრინი: “ქართულ მთავრობაში რომ ვიყო, ვინერვიულებდი, თუ უკრაინაში ომი ზავით დასრულდა”
Next: სინოდალური კომისია პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების დროებით შეჩერებას ითხოვს

კავშირშია

ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას“ გეგმავენ – პროცესს „საქნახშირის“ გენ.დირექტორი სოცკი უხელმძღვანელებს ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას“ გეგმავენ – პროცესს „საქნახშირის“ გენ.დირექტორი სოცკი უხელმძღვანელებს
  • ეკონომიკა

ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას“ გეგმავენ – პროცესს „საქნახშირის“ გენ.დირექტორი სოცკი უხელმძღვანელებს

რა ელის VISA-ს და Mastercard-ს – რას ნიშნავს “ღია ბანკინგი”? რა ელის VISA-ს და Mastercard-ს – რას ნიშნავს “ღია ბანკინგი”?
  • ეკონომიკა

რა ელის VISA-ს და Mastercard-ს – რას ნიშნავს “ღია ბანკინგი”?

გადანახული 10%, მეორადი ნივთები და კიდევ ბევრი რჩევა თუ როგორ დაზოგოთ ფული გადანახული 10%, მეორადი ნივთები და კიდევ ბევრი რჩევა თუ როგორ დაზოგოთ ფული
  • ეკონომიკა

გადანახული 10%, მეორადი ნივთები და კიდევ ბევრი რჩევა თუ როგორ დაზოგოთ ფული

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.