
რუსეთის მხრიდან ანექსირებულ უკრაინის ყირიმის რეგიონში მოსკოვის მიერ დანიშნულმა პოლიციამ დააკავა ყირიმელი თათარი უფლებადამცველი აქტივისტი ლუტფიე ზუდიევა, მისი სახლის გაჩხრეკის შემდეგ 22 თებერვალს – იუწყება ყირიმის სოლიდარობის უფლებადამცველი ჯგუფი, რომლის წევრთა შორის ზუდიევაც არის.
აქტივისტის დაკავების და სახლის გაჩხრეკის საფუძველი უცნობია. პოლიციამ წაიღო მისი კომპიუტერი, მობილური ტელეფონები და კომპიუტერის დისკები – ამბობს ზუდიევას ქმარი.
2014 წელს ყირიმის უკანონოდ ანექსირების შემდებ რუსეთი ზეწოლას ახორციელებს ყირიმელ თათრებზე – ნახევარკუნძულის მკვიდრ ეთნიკურ ჯგუფზე – რომელთაგან ბევრი ანექსირებას ღიად აპროტესტებს.