ისრაელის არმიამ 21 ნოემბრის დილით დაბომბა სულ მცირე, ხუთი საცხოვრებელი შენობა, სადაც დიდი რაოდენობით ადამიანები იმყოფებოდნენ.
პალესტინის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების თანახმად, ბევრი მათგანი ჩამარხულია ნანგრევებში. ამის ფონზე ისრაელის არმიამ გააფართოვა სახმელეთო საომარი ოპერაცია ღაზის სექტორის ჩრდილოეთში.
მედიკოსების თანახმად, ქალაქ ბეიტ-ლაჰიაში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციაც, იტყობინება Reuters-ის სააგენტო.
ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული ორგანიზაცია) მედია საშუალებები იუწყებიან, რომ დაღუპულთა რიცხვი 66-ა და მათი უმეტესობა ნანგრევებს ქვეშაა მოყოლილი, მაგრამ ჯერ მათთვის არ მიუგნიათ.
ისრაელის არმიას, რომელიც გასული თვის დასაწყისიდან აწარმოებს საომარ ოპერაციას პალესტინელთა ტერიტორიაზე, ბაეიტ-ლაჰიაში და მიმდებარე ჯაბალიის და ბეიტ-ჰანუნის რაიონებში, რათა ჰამასმა გადაჯგუფება და თავდასხმები ვერ მოახერხოს, კომენტარი არ გაუკეთებია.
პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ბოლო მონაცემებით, შარშან ოქტომბერს მერე, როცა ისრაელმა დაიწყო საომარი მოქმედება ისრაელზე ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ, ღაზის სექტორში მოკლულია 44 ათასი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 104 ათასზე მეტი.