Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა

„ქსეროქსი“ 48%-ით მეტი ღირს – გაძვირებული პროდუქტების ათეული საქსტატის მიხედვით

NewsGeorgia May 3, 2023
„ქსეროქსი“ 48%-ით მეტი ღირს – გაძვირებული პროდუქტების ათეული საქსტატის მიხედვით



ინფლაციის შესახებ 3 მაისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ასლის გადაღება 48.1%-ით გაძვირდა.

საქსტატის მონაცემები თვეების მიხედვით აჩვენებს, რომ ფასი დაახლოებით ბოლო ექვსი თვეა, არ შეცვლილა, და ზრდა 2022 წელსვე დაიწყო – ასლის გადაღება აპრილი-სექტემბრის პერიოდში, გაძვირდა.

რადიო თავისუფლებამ თბილისში, რამდენიმე ჯიხურში იკითხა, რა ღირს დოკუმენტის გამრავლება და აღმოჩნდა, რომ უმრავლესობაში ერთი გვერდის შავ-თეთრი ასლი 20 თეთრი ჯდება. 2-ჯერ მეტი ვიდრე წლის დასაწყისში. „დაქსეროქსების“ ფასი საღებავისა და ქაღალდის გაძვირებამ გაზარდაო, ამბობენ ამ სფეროში დასაქმებულები.

„ქაღალდი შემოდიოდა ძირითადად რუსეთიდან. ომის ფონზე, რუსეთში ევროპიდან არ შედიოდა ქაღალდის დამზადებისთვის საჭირო ქიმიკატები, რამაც რუსეთში გააძვირა ქაღალდი“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას სტეფან აბრამიანი. ის სააკაძის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, ტექნიკური უნივერსიტეტის სიახლოვეს ამუშავებს „ქსეროქსის“ ჯიხურს.

უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულმა სანქციებმა ერთ-ერთი პირველი, რაზეც დეფიციტი შექმნა რუსეთში, საოფისე ქაღალდი იყო, მათ შორის, არა მხოლოდ იმპორტირებულზე.

რუსული ქარხნები ქაღალდის დამზადებისთვის საჭირო ქიმიკატების გარეშე დარჩნენ, მაგალითად, ისეთის, როგორიც მათეთრებელია. ამის მიუხედავად, საქართველოსთვის ქაღალდის მთავარ იმპორტიორად კვლავ რუსეთი დარჩა.

2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში ქაღალდის იმპორტმა 1.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წელს კი 4.3 მლნ აშშ დოლარი – რამაც ქაღალდის შარშანდელი სრული იმპორტის 30% შეადგინა.

2022 წელს სხვა იმპორტიორები იყვნენ ინდოეთი (24%), თურქეთი (16%) და ტაილანდი (7%).

კიდევ რა გაძვირდა?

ასლის გადაღება საქსტატის ინფლაციის სტატისტიკაში მე-4 ადგილს იკავებს – ანუ ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებსა და მომსახურებებს შორის მე-4 ადგილზეა.

ყველაზე გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურებების ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. სანოტარო გადასახდელი – წინა წლის აპრილთან შედარებით 95.6%-ით; მაგალითად, ანდერძის დადასტურება, ნაცვლად 9 ლარისა, ახლა 16 ლარი ღირს;
  2. ხახვი – 92%-ით – ხახვის გაძვირება დეფიციტსა და საერთაშორისო ბაზრებზე ფასის ზრდას უკავშირდება;
  3. სარეცხი საპონი – 49%-ით;
  4. ასლის გადაღება – 48%-ით;
  5. მშრალი ბატარეა – 42%-ით;
  6. დასწრება სპექტაკლზე – 35%-ით;
  7. სიმინდის ფქვილი – 35%-ით;
  8. კარტოფილი – 33%-ით;
  9. მწვანე ლობიო – 33%-ით;
  10. მეტროთი მგზავრობა – 31%-ით.

ამ რიცხვების მიუხედავად, საქსტატის სტატისტიკა ასევე უჩვენებს, რომ საქართველოში პროდუქტზე ფასების ზრდის ტენდენცია იცვლება – აპრილში, მარტთან შედარებით, ინფლაცია შემცირებულია. კერძოდ:

  • აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ფასები შემცირებული 0,7 პროცენტით;
  • აპრილში, წინა წელთან შედარებით, ფასები გაზრდილია 2,7 პროცენტით.

გასულ თვეში ინფლაციის შემცირებაზე გავლენა ჰქონდა:

  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების 2,1%-ით გაიაფებას;
  • ტრანსპორტის ღირებულების 2%-ით შემცირებას.

თუმცა, ფასები გაიზარდა:

  • ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 2,1%-ით;
  • ჯანდაცვაზე – 0,9%-ით.
Tags: ეკონომიკა

Continue Reading

Previous: საბანკო კრიზისის ფონზე, “პირველი რესპუბლიკის ბანკი” ამერიკის უმსხვილესმა ბანკმა აუქციონზე იყიდა
Next: სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ქართული გვარები სანქცირებულთა სიაში

კავშირშია

გაიტანა თუ არა სანქცირებულმა ფარცხალაძემ ბანკებიდან ფული? გაიტანა თუ არა სანქცირებულმა ფარცხალაძემ ბანკებიდან ფული?
  • ეკონომიკა

გაიტანა თუ არა სანქცირებულმა ფარცხალაძემ ბანკებიდან ფული?

ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის საბადოს დამუშავების ნებართვა გასცა ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის საბადოს დამუშავების ნებართვა გასცა
  • ეკონომიკა

ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის საბადოს დამუშავების ნებართვა გასცა

რუსული საწვავის ექსპორტის აკრძალვა გააძვირებს ბენზინს საქართველოში რუსული საწვავის ექსპორტის აკრძალვა გააძვირებს ბენზინს საქართველოში
  • ეკონომიკა

რუსული საწვავის ექსპორტის აკრძალვა გააძვირებს ბენზინს საქართველოში

საინტერესო

IAEA-ის წევრი ქვეყნები მოითხოვენ, რუსეთმა დატოვოს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური IAEA-ის წევრი ქვეყნები მოითხოვენ, რუსეთმა დატოვოს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური
  • ახალი ამბები

IAEA-ის წევრი ქვეყნები მოითხოვენ, რუსეთმა დატოვოს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური

ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს
  • ახალი ამბები

ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე
  • ახალი ამბები

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე

იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა
  • საქართველო

იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.