პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ 23 წლის წინ დაარსებულ „სინეტიკის თეატრს“, წელს ვაშინგტონის თეატრალურ ოსკარად წოდებული, „ჰელენ ჰეისის“ პრესტიჟული ჯილდოს 11 ნომინაცია ერგო. მათი ორი წარმოდგენა – „გული-გამთქმელი“ და „ოქროს თევზი“ – წლის საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაზეა წარდგენილი.