Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ახალი ამბები

ქარელის სოფელ ჭვრინისის მკვიდრი, რომლის გატაცება საოკუპაციო ძალებმა სცადეს, კლინიკაში გადაიყვანეს

NewsGeorgia April 22, 2023
ქარელის სოფელ ჭვრინისის მკვიდრი, რომლის გატაცება საოკუპაციო ძალებმა სცადეს, კლინიკაში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მცხოვრები, რომლის გატაცება გუშინ საოკუპაციო ძალებმა სცადეს, კლინიკაში გადაიყვანეს. რადიო თავისუფლებას გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, რომ კაცი ქარელის კლინიკა “ალიანს მედიშია” გადაყვანილი.

ჟურნალისტებთან საუბარში ჭვრინისის მცხოვრები ჰყვება, რომ ის ქმართან ერთად საქონელს აძოვებდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თავს დაესხნენ: “მცდელობა ჰქონდათ გატაცების, მაგრამ ჩვენ დავძლიეთ, გამოვიქეცით, დიდი მანძილი ვირბინეთ, ამის შემდეგ ჩემი მეუღლე დაიჭირეს, წააქციეს და ცდილობდნენ ხელები გაეკოჭათ, ფეხებთანაც დაგვახალეს ორჯერ. ვყვიროდი, რომ ეშველათ მეზობლებს, ვინმეს ხმა გაეგონა. ჩემს მეუღლეს კონდახი აქვს ჩარტყმული, წარბი აქვს გახეთქილი, თავი აწუხებს საშინლად და ცუდად არის”.

ჭვრინისელების გატაცების მცდელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 21 აპრილს სუსმა გაავრცელა. მათი თქმით, საოკუპაციო ძალებმა სცადეს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება, რომლებმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

“პოლიციის თანამშრომლების დაუყოვნებლივ გამოჩენისთანავე რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სწრაფად დატოვეს ტერიტორია.

ამჟამად მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრება. მოქალაქეები გამოკითხვის მიზნით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან”, – აცხადებს სუსი.

ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი; ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

Tags: ახალი ამბები გადაიყვანეს გატაცება კლინიკაში მკვიდრი ოკუპაცია რომლის რუსეთი საოკუპაციო საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ხაზი სოფელ სოფელი ჭვრინისი სცადეს ქარელი ქარელის ძალებმა ჭვრინისის

Continue Reading

Previous: ლატვია კონფისკებულ რუსულ სასუქებს უსასყიდლოდ გადასცემს კენიას
Next: კანცელარიასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქცია იმართება

კავშირშია

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე
  • ახალი ამბები

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი
  • ახალი ამბები

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი

საინტერესო

იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა
  • საქართველო

იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი
  • ახალი ამბები

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.