Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • ქალი და კაცი ამომრჩევლები ცესკოს ცხრილებში – რას აჩვენებს სტატისტიკა
  • პოლიტიკა

ქალი და კაცი ამომრჩევლები ცესკოს ცხრილებში – რას აჩვენებს სტატისტიკა

NewsGeorgia November 13, 2024
ქალი და კაცი ამომრჩევლები ცესკოს ცხრილებში – რას აჩვენებს სტატისტიკა


ცესკომ 11 უბნის მონაცემებში დაშვებული შეცდომა აღიარა, ISFED-ის ხმაურიანი კვლევის კიდევ ერთ მიგნებასთან დაკავშირებით, რომ – არჩევნებზე მისული კაცების რიცხვი, კონკრეტულ უბნებში, სიებში აღრიცხულზე მაღალი იყო.

ISFED-ის შეფასებებს საარჩევნო ადმინისტრაცია “არასწორს, მანიპულაციურსა და დეზინფორმაციულს” უწოდებს.

რა აღიარა ცესკომ?

„11 საარჩევნო უბანია, სადაც კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შეცდომით გადმოიგზავნა არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ცდომილება არჩევნებში მონაწილე კაცების რაოდენობაში და ის ეხება 150 ამომრჩეველს“ – განაცხადა 8 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა და „სამართლიანი არჩევნების“ [ISFED] ბრალდებებს „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული“ უწოდა.

ბრიფინგზე მედიას უჩვენეს ცხრილი, რომელიც, ცესკოს მტკიცებით, 11 უბანზე აღმოჩენილ ხარვეზებს მოიცავს. ამ ცხრილში იყო ქალების არაზუსტი აღრიცხვის მონაცემები და კაცების რაოდენობა ერთიანი და სპეციალური სიების მიხედვით:

  • ყვარელში 16.12 უბანი: საერთო სიაშია 123 კაცი, სპეციალურ სიაში – 2; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა – 140 [ცდომილება: -15];
  • დმანისის 24.27 უბანი: საერთო სიაშია 22 კაცი, სპეციალურ სიაში – 3; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა – 31 [ცდომილება: -6];
  • დმანისის 24.34 უბანი: საერთო სიაშია 10 კაცი, სპეციალურ სიაში – 5; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა – 19 [ცდომილება: -4];
  • ბორჯომის 36.11 უბანი: საერთო სიაშია 514 კაცი, სპეციალურ სიაში – 2; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა -599 [ცდომილება: -83];
  • ადიგენის 38.11 უბანი: საერთო სიაშია 122 კაცი, სპეციალურ სიაში – 1; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა – 127 [ცდომილება: -4];
  • ნინოწმინდის 41.15 უბანი: საერთო სიაშია 26 კაცი, სპეციალურ სიაში – 32]; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა – 65 [ცდომილება: -7];
  • ონის 43.07 უბანი: საერთო სიაშია 23 კაცი, სპეციალურ სიაში – 3; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა – 29 [ცდომილება: -3];
  • მესტიის 47.12 უბანი: საერთო სიაშია 28 კაცი, სპეციალურ სიაში – 4; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა – 35 [ცდომილება: -3];
  • სამტრედიის 54.18: საერთო სიაშია 660 კაცი, სპეციალურ სიაში – 1; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა – 673 [ცდომილება: -12];
  • წყალტუბოს 58.21: საერთო სიაშია 95 კაცი, სპეციალურ სიაში – 1; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა – 105 [ცდომილება: -9];
  • ხელვაჩაურის 83.36: საერთო სიაშია 268 კაცი, სპეციალურ სიაში – 2; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა – 274 [ცდომილება: -4];

ცხრილი, რომელიც 8 ნოემბერს ცესკოს ბრიფინგზე წარმოადგინეს, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებსაიტზე არ გამოქვეყნებულა და მის ასახსნელად არც დამატებითი კომენტარები კეთდება.

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა, 8 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, არ გაიზიარა მედიის თხოვნა, რომ 11 საარჩევნო უბნის შესახებ კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით ემსჯელათ.

ISFED-მა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ „საარჩევნო ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია მოცემულ საარჩევნო უბნებზე [11 უბანი] ამომრჩეველთა აქტივობის დაზუსტებული მონაცემები გენდერულ ჭრილში“ და „შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ნაწილდება ამ უბნებში კენჭისყრაში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა”.

  • საარჩევნო ადმინისტრაციის ვებსაიტზე არ იძებნება ცხრილები, სადაც, უბნების მიხედვით გენდერულ ჭრილში, ზუსტი მონაცემების ნახვა ან გადამოწმება იქნებოდა შესაძლებელი.
  • ახალ ცხრილში, რომელიც ცესკომ 13 ნოემბერს გამოაქვეყნა, ISFED-ის ბრიფინგის შემდეგ. ამომრჩევლების აქტივობა არა უბნების, არამედ ოლქების დონეზეა მოცემული.

ISFED-ის უფროსმა მკვლევარმა, შოთა ნარსიამ რადიო თავისუფლებას წინა კვირაში უთხრა, რომ 8 ნოემბრის წარმოდგენილი ცხრილი ცესკოს მათთვის არ მიუწოდებია, მედიის დახმარებით გაეცნო, მაგრამ ვერ გაიგო, რას გულისხმობდა ცესკო, რადგან არჩევნებზე მისული კაცების რაოდენობა ამ ცხრილის მიხედვითაც აღემატებოდა საერთო და სპეციალურ სიებში აღრიცხული კაცების ჯამს.

თუკი ვივარაუდებთ, რომ ამ ცხრილში მოცემული ცდომილების მაჩვენებლები არჩევნებზე მისული კაცების რაოდენობას უნდა გამოვაკლოთ, გამოდის, რომ 11-ვე უბანზე კაცების 100% გამოცხადებულა; რაც, შოთა ნარსიას შეფასებით – „უბრალოდ, აბსურდია“.

ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობას შორის არაბუნებრივი“ განსხვავება – ISFED-ის კვლევის ერთ-ერთი მთავარი აქცენტია.

ცხრილი ISFED-ის კვლევიდან

ვიდრე ცესკო 11 უბნის შემთხვევაში დაშვებულ შეცდომას აღიარებდა, 4 ნოემბერს მისგან მიღებულ [უბნების] მონაცემებზე დაყრდნობით, ISFED-მა აღმოაჩინა, სულ ცოტა – 6 საარჩევნო უბანი, სადაც ხმის მისაცემად იმაზე მეტი კაცი მივიდა, ვიდრე საერთო და სპეციალურ სიებში იყო აღრიცხული. ეს უბნები ცესკოს 11 უბნის ჩამონათვალშიც არის.

“უკვე პრობლემაა ის გარემოება, რომ უზუსტობებზე ცესკომ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ამ მონაცემებში ცდომილება აღმოაჩინა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ირმა პავლიაშვილი – “ღია სივრცე კავკასიის” თავმჯდომარე.

პავლიაშვილის შეფასებით, თუკი ცესკო ISFED-ის მიერ გამოკვეთილ ფაქტებზე დამაჯერებელ პასუხს არ გასცემს და არ გამოაქვეყნებს ყველა შესაძლო მტკიცებულებას, ვერიფიკაციის აპარატის ქვვითრების დედნების ჩათვლით – დარჩება ეჭვები მანიპულაციებთან დაკავშირებით და მით უფრო იმ ფონზე, როცა – „ნდობა არც არჩევნების შედეგებთან და არც საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებით არსებობს“.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ISFED-ის მიერ გენდერულ ჭრილში გამოვლენილი დარღვევები შესაძლოა ე.წ. კარუსელის არსებობაზე მიანიშნებდეს.

“არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ კვლავ აგრძელებს ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის მონაცემებში შეუსაბამობის ერთეული შემთხვევების მიზეზი და მიუთითა, რომ ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემები არ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგებთან მიმართებაში რაიმე დასკვნის გამოტანის ობიექტური საფუძველი”, – აღნიშნავს ცესკო, 13 ნოემბერს, ISFED-ის საპასუხოდ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ განცხადებაში.

ოთხშაბათს, ცესკომ კვლავ განაცხადა, რომ “ადამიანური შეცდომით გამოწვეული რამდენიმე ხარვეზს” მხოლოდ 11 უბნის შემთხვევაში ადასტურებს.

კიდევ რა მიაჩნია საეჭვოდ ISFED-ს?

ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის მაჩვენებლებს შორის არაბუნებრივად მაღალი სხვაობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას ასევე საეჭვოდ მიაჩნია. კერძოდ:

  • ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება.
  • აქედან 243 საარჩევნო უბანზე “კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად ჭარბობს” [საშუალო დონე ქალების შემთხვევაში 48%, ხოლო კაცების შემთხვევაში 77%];
  • 32 უბანზე – ქალი ამომრჩევლების არაბუნებრივი მეტობაა [კაცი ამომრჩევლების აქტივობის საშუალო დონე – 48%, ქალების – 80%].

“თუკი ცესკო გამორიცხავს ამგვარი საარჩევნო უბნებიდან მონაცემების შეგროვებისას შეცდომის დაშვებას”, ISFED-ის შეფასებით, ეს შესაძლოა “კენჭისყრის პროცესში გამოყენებულ მანიპულაციებზე მიუთითებდეს”.

ამ მიმართულებით ცესკომ 13 ნოემბერს განმარტა, რომ საკუთარი შეცდომების აღიარების ნაცვლად, არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაერთო ზოგადად კაცების მაღალი აქტივობის ანომალიურობის დამტკიცების ვერსიებზე და შესაბამისი სპეკულაციური აღქმების შექმნის მცდელობებზე”.

ISFED-ს ეჭვებს ასევე აღუძრავს „აუხსნელი ცვლილებები“, ცესკოს პირველადი მონაცემების შემდეგ, მოგვიანებით მიღებულ მაჩვენებლებში:

  • 73 საარჩევნო ოლქიდან 57-ში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების, ხოლო 2 საარჩევნო ოლქში ქალი ამომრჩევლების რაოდენობის კლება – „რაც შესაძლებელია, აიხსნას მხოლოდ მათში შეცდომის არსებობით ან მონაცემების მანიპულაციით“.
  • 10 საარჩევნო ოლქში შეუსაბამობაა არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობაში – მაგალითად, #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, ცესკოს 26 ოქტომბრის ინფორმაციით, გამოცხადებული იყო 41 766 ამომრჩეველი, ცესკოსგან მიღებული მონაცემებით კი, ISFED-მა 43 858 ამომრჩეველი დათვალა.

მარნეულის ოლქის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილია ცესკოს მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ ცხრილში და 44 415-ს შეადგენს.

ცესკო ახალ ცხრილზე მიუთითებს, რომ შედგენილია შემაჯამებელი ოქმების მიხედით.

საარჩევნო ადმინისტრაციამ მანამდე განმარტა, რომ “კენჭისყრის დღეს, ამომრჩეველთა 20.00 საათის აქტივობა არის წინასწარი მონაცემები, რომელიც იგზავნება საარჩევნო უბნებიდან”, ხოლო “არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების შესახებ საბოლოო მონაცემები ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში”.

7, 8 და 13 ნოემბერს, საარჩევნო ადმინისტრაციამ განმარტა, რომ – არჩევნების შედეგების გენდერულ სტატისტიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს და არ აისახება შემაჯამებელ ოქმებში, არ ახდენს ზეგავლენას არჩევნების შედეგებზე და შედეგების გენდერულ ჭრილში დამუშავება არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას ცესკოსთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი აღნიშნავენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობის გენდერულ ჭრილში დამუშავება ცესკოს დადგენილებებით არის განსაზღვრული.

ელექტრონულ უბნებზე, ვერიფიკაციის აპარატებიდან ამობეჭდილი ქვითრები ამომრჩევლების რაოდენობას გენდერულ ჭრილშიც აჯამებს.

„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს მოუწოდებს, “წარმოადგინოს საარჩევნო უბნებიდან მიღებული ქვითრები და ანგარიშები ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ“ და საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია – “არაბუნებრივი მაჩვენებლების ასახსნელად”.



https://gdb.rferl.org/37922472-6312-4821-a5f0-d5a5c952123e_w800_h450.jpg
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B/33200758.html

Tags: ამომრჩეველი ამომრჩევლები არჩევნები-2024 აჩვენებს გენდერული და კაცი კაცი ამომრჩევლები კენჭისყრა კვლევა პოლიტიკა რას სტატისტიკა ქალი ქალი ამომრჩევლები ცესკო ცესკოს ცხრილებში

Continue Reading

Previous: ტრამპი თავის სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დარგში-მედია
Next: თინა ბოკუჩავა: ცესკომ არჩევნების წინა დღეს ჩაანაცვლა „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები

კავშირშია

წერილით რატომ სთხოვს დახმარებას ივანიშვილსა და კობახიძეს? – კითხვები, ეჭვები და ფაქტები რიჟვაძის დაჭრის გარშემო წერილით რატომ სთხოვს დახმარებას ივანიშვილსა და კობახიძეს? – კითხვები, ეჭვები და ფაქტები რიჟვაძის დაჭრის გარშემო
  • პოლიტიკა

წერილით რატომ სთხოვს დახმარებას ივანიშვილსა და კობახიძეს? – კითხვები, ეჭვები და ფაქტები რიჟვაძის დაჭრის გარშემო

“ჩვენ არა, ქვეყანაა მსხვერპლი” – საგარეოს ყოფილი თანამშრომლები ჰყვებიან “რეორგანიზაციის” ამბებს “ჩვენ არა, ქვეყანაა მსხვერპლი” – საგარეოს ყოფილი თანამშრომლები ჰყვებიან “რეორგანიზაციის” ამბებს
  • პოლიტიკა

“ჩვენ არა, ქვეყანაა მსხვერპლი” – საგარეოს ყოფილი თანამშრომლები ჰყვებიან “რეორგანიზაციის” ამბებს

როგორ კარგავს რუსეთი სამხრეთ კავკასიას როგორ კარგავს რუსეთი სამხრეთ კავკასიას
  • პოლიტიკა

როგორ კარგავს რუსეთი სამხრეთ კავკასიას

საინტერესო

წერილით რატომ სთხოვს დახმარებას ივანიშვილსა და კობახიძეს? – კითხვები, ეჭვები და ფაქტები რიჟვაძის დაჭრის გარშემო წერილით რატომ სთხოვს დახმარებას ივანიშვილსა და კობახიძეს? – კითხვები, ეჭვები და ფაქტები რიჟვაძის დაჭრის გარშემო
  • პოლიტიკა

წერილით რატომ სთხოვს დახმარებას ივანიშვილსა და კობახიძეს? – კითხვები, ეჭვები და ფაქტები რიჟვაძის დაჭრის გარშემო

სადამკვირვებლო მისიის არმოწვევა გადახვევაა საქართველოს ხანგრძლივი პრაქტიკიდან – ეუთო/ოდირი სადამკვირვებლო მისიის არმოწვევა გადახვევაა საქართველოს ხანგრძლივი პრაქტიკიდან – ეუთო/ოდირი
  • ახალი ამბები

სადამკვირვებლო მისიის არმოწვევა გადახვევაა საქართველოს ხანგრძლივი პრაქტიკიდან – ეუთო/ოდირი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 75% არ ემხრობა მიმდინარე პროევროპულ აქციებს – კვლევა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 75% არ ემხრობა მიმდინარე პროევროპულ აქციებს – კვლევა
  • ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 75% არ ემხრობა მიმდინარე პროევროპულ აქციებს – კვლევა

კიევში ადასტურებენ დრონებით შეტევას რუსეთში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე კიევში ადასტურებენ დრონებით შეტევას რუსეთში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
  • ახალი ამბები

კიევში ადასტურებენ დრონებით შეტევას რუსეთში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.