Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ფილარმონიასთან შეკრებილი დემონსტრანტები ვაკის პარკისკენ მიემართებიან
  • ახალი ამბები

ფილარმონიასთან შეკრებილი დემონსტრანტები ვაკის პარკისკენ მიემართებიან

NewsGeorgia May 26, 2024
ფილარმონიასთან შეკრებილი დემონსტრანტები ვაკის პარკისკენ მიემართებიან

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, დღეს, 26 მაისს, თბილისში, ფილარმონიასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკისკენ მიემართებიან.

26 მაისი, 2024 წელი. დემონსტრაცია თბილისში.

მარშის მონაწილეები ამით ეხმაურებიან 1919 წელს, როდესაც დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლის აღსანიშნავად, მარში გაემართა თანამედროვე ჭავჭავაძის გამზირით ვაკის პარკის ტერიტორიისკენ. „ჩვენც ამ გზას გავივლით“, – აცხადებენ მსვლელობის ორგანიზატორები.

„1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა, შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.

საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

26 მაისი, 2024 წელი. დემონსტრაცია თბილისში.

26 მაისი, 2024 წელი. დემონსტრაცია თბილისში.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

26 მაისი, 2024 წელი. დემონსტრაცია თბილისში.

26 მაისი, 2024 წელი. დემონსტრაცია თბილისში.

რამდენიმე კვირაა, რაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.

დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდების, უარი თქვას „რუსული სტილის“ კანონზე და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს.

23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა“.

კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც.

Tags: ახალი ამბები დემონსტრანტები ვაკის მიემართებიან პარკისკენ ფილარმონიასთან ყველაფერი შეკრებილი

Continue Reading

Previous: 16-მდე გაიზარდა ხარკოვის ჰიპერმარკეტ “ეპიცენტრზე” რუსეთის ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა
Next: შსს: სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი

კავშირშია

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა
  • ახალი ამბები

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა სპიკერმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა

შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
  • ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, მანჩო გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა
  • ახალი ამბები

აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor-მა გადაიფიქრა “ლუკოილის” უცხოური აქტივების შეძენა

საინტერესო

რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ
  • ახალი ამბები

რიუტე: ვერ ვიქნებით გულუბრყვილოები, ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.