მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტო ბირჟამ Binance-მა რუს კლიენტებს გაუგზავნა მოთხოვნა, რომ 29 დეკემბრამდე გადაიტანონ თავიანთი სახსრები ნებისმიერ სხვა კრიპტო პლატფორმაზე, ასევე დაფარონ ყველა მოუგვარებელი ვალდებულება.
წინააღმდეგ შემთხვევაში 29 დეკემბრიდან თანდათან დაიხურება რუსების მიერ გახსნილი ყველა პოზიცია.
აგვისტოში Binance – მა შემოიღო შეზღუდვები რუსებისთვის ნებისმიერი ვალუტით, გარდა რუბლით, ვაჭრობისთვის, Binance p2p სერვისის მეშვეობით („peer-to-peer, “ადამიანიდან ადამიანამდე”). კრიპტო ბირჟას არ განუმარტავს, თუ რას უკავშირდება შეზღუდვები, მაგრამ ადრე აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო გამოძიება Binance-ს მიმართ, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსები უფრო მეტად იყენებენ კრიპტოვალუტის სერვისებს. რუსეთში მკაცრად შეზღუდულია SWIFT -ით გადარიცხვები, ხოლო საერთაშორისო გადახდის სისტემებმა დატოვეს რუსეთის ბაზარი.
მიმდინარე წლის სექტემბერში კრიპტოვალუტის უდიდესმა ბირჟამ, Binance-მა რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა. კომპანიამ განაცხადა, რომ მან თავისი რუსული ბიზნესი მიჰყიდა კრიპტოვალუტის გადამცვლელ კომპანია CommEX-ს. აგვისტოში ბირჟამ რუს კლიენტებს აუკრძალა რუბლის გარდა სხვა ვალუტით ოპერაციების წარმოება, რეგიონისთვის პასუხისმგებელმა მთავარმა მენეჯერებმა კომპანია დატოვეს.