Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • უკრაინა F-16-ების სამართავად ათობით პილოტის გაწვრთნას აპირებს
  • ახალი ამბები

უკრაინა F-16-ების სამართავად ათობით პილოტის გაწვრთნას აპირებს

NewsGeorgia June 17, 2023
უკრაინა F-16-ების სამართავად ათობით პილოტის გაწვრთნას აპირებს



უკრაინის საჰაერო ძალების პრეს-სპიკერის, იური იჰნატის ცნობით, უკრაინა აპირებს, რომ ამერიკული ავიამოიერიშეების მართვის სასწავლად ათობით პილოტი გამოყოს. დასავლელი მოკავშირეები საწვრთნელი პროგრამების დასაწყებად ემზადებიან.

“ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს რაც შეიძლება მალე დაიწყოს”, – თქვა იჰნატმა უკრაინის ერვნული ტელევიზიის ეთერში და დასძინა, რომ წვრთნებისთვის შერჩეულ პილოტებს, საბრძოლო გამოცდილება ექნებათ. “ეს არაა წვრთნა, ესაა გადამზადება”, – განმარტა იჰნატმა.

უკრაინა, რომელმაც რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო, გამუდმებით ამბობს, რომ მას თანამედროვე, დასავლური ავიამოიერიშეები სჭირდება იმისთვის, რომ რუსეთის საჰაერო უპირატესობას დაუპირისპირდეს. ნატოს წევრი ქვეყნების – ნიდერლანდებისა და დანიის მეთაურობით, შექმნილია საერთაშორისო კოალიცია, რომელიც გადაამზადებს უკრაინელ პილოტებს და დამხმარე პერსონალს იმისთვის, რომ საბოლოოდ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის შემდეგ, ისინი საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი ამბობს, რომ წვრთნები ამ ზაფხულს დაიწყება. მისი განმარტებით, საწვრთნელი პროგრამა სრულად ფუნქციური უნდა იყოს მომდევნო 6 თვის განმავლობაში. წვრთნებს კი შესაძლოა დანიამ უმასპინძლოს, სადაც სიმულაციური ფრენების შესაძლებლობა იქნება.

უკრაინისთვის ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშეების გადაცემის გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. თუმცა, პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ მოლაპარაკებები ამის თაობაზე მალე დასრულდება. ამერიკის მიერ მხარდაჭერილი საწვრთნელი პროგრამა, ბელგიასა და ლუქსემბურგსაც მოიცავს. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის ცნობით, პროგრამის განხორციელებაში მხარდაჭერის მზადყოფნა უკვე გამოთქვა საფრანგეთმა და ბრიტანეთმა.

Tags: F16ების ათობით აპირებს ახალი ამბები გაწვრთნას ომი უკრაინაში პილოტის სამართავად უკრაინა

Continue Reading

Previous: რუს ჯარისკაცებს დასავლური ტექნიკის განადგურებისთვის დააჯილდოებენ
Next: ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ – აცხადებენ პარტიაში

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.