Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ახალი ამბები

უკრაინა: შეტევის შესახებ წინასწარ არ გამოცხადდება

NewsGeorgia June 5, 2023
უკრაინა: შეტევის შესახებ წინასწარ არ გამოცხადდება



უკრაინა წინასწარ არ გამოაცხადებს იმ შეტევის დაწყების თარიღს, რომელსაც ფრონტზე ნებისმიერ დროს ელიან. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა იტალიაში გამომავალ Corriere della Sera-ს ინტერვიუში უთხრა, რომ უკრაინელი სამხედროების ტაქტიკა მუდმივად იცვლება და ისინი კონტრშეტევას დაიწყებენ მაშინ, როცა საამისოდ საუკეთესო მომენტი დადგება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა კვირას გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც უკრაინელი სამხედროები გამოდიან სიჩუმის შენარჩუნების მოწოდებით. ჩანაწერი მთავრდება სიტყვებით “გეგმებს სიჩუმე უყვარს. დაწყების შესახებ განცხადება არ იქნება”.

უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა რამდენიმე განცხადება, რომლებიც მიემართებოდა უკრაინის არმიის მხრიდან შეტევის საკითხს – მან განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან საომარი მოქმედებებისთვის, თუმცა მისთვის რთულია შეტევის დაწყების თარიღის დასახელება.

ტელეგრამზე რუსული არხები, რომლებიც უკრაინაში ომს აშუქებენ, კვირას წერდნენ უკრაინელი სამხედროების მხრიდან დარტყმაზე ველიკაია ნოვოსიოლკის დასახლების არეალში, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების საზღვარზე. ამ არხების თანახმად, უკრაინის ძალებმა შეძლეს დაეკავებინათ ორი დასახლებული პუნქტი ველიკაია ნოვოსიოლკიდან სამხრეთით. ამავეს წერენ უკრაინის რიგი არხები.

რუსეთის სხვა ინტერნეტ-წყაროები წერენ უკრაინელი სამხედროების “ტაქტიკურ წარმატებაზე”, თუმცა აღნიშნავენ, რომ თავდაცვის გარღვევა არ შედგა და შეტევის მხარემ ტექნიკური დანაკარგები განიცადა.

ომის მიმდინარეობის პირობებში გავრცელებული ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

Tags: არ ახალი ამბები გამოცხადდება უკრაინა შესახებ შეტევის წინასწარ

Continue Reading

Previous: ახალი შეტაკებებია უკრაინასთან საზღვარზე, რუსეთის მხარეს, კრემლის მოწინააღმდეგე მებრძოლებმა რუსი სამხედროები დაატყვევეს
Next: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ სუდანის დედაქალაქში შეტაკებებია

კავშირშია

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები” პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”
  • ახალი ამბები

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”

საინტერესო

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები” პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”
  • ახალი ამბები

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს
  • ახალი ამბები

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.