უკრაინის არმიის განცხადებით, მათ რუსეთის ძალები “3-დან 8 კილომეტრის” მოშორებით უკუაგდეს მდინარე დნეპრის სანაპიროდან, იმ ფონზე, როცა უკრაინის არმია მდინარის აღმოსავლეთ მხარეს ხიდის პლაცდარმებს აგებს.
19 ნოემბერს სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას არმიის პრესმდივანმა, ნატალია ჰიმენიუკმა განაცხადა – “მტერი განაგრძობს საარტილერიო ცეცხლის გახსნას მარჯვენა სანაპიროზე. გასაკეთებელი ბევრი გვაქვს”.
ჰიმენიუკის შეფასებით, “ათი ათასობით” რუსი სამხედრო უწევს წინააღმდეგობას უკრაინის წინსვლას.
უკრაინის ძალები რამდენჯერმე შეეცადნენ პოზიციების დაკავებას მდინარის რუსეთის მიერ კონტროლირებულ მხარეს და მიმდინარე თვის დასაწყისში გარკვეულ პროგრესზეც იუწყებოდნენ.
უკრაინის თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსმა, რომან სვიტანმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან ქსელს, Current Time-ს უთხრა, რომ უკრაინის ძალებმა აღმოსავლეთ სანაპიროს სამ თუ ოთხ ადგილას განათავსეს პოზიციები.
19 ნოემბერს, ყოველდღიურ ანგარიშში უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხდარ 71 შეტაკებაზე, განსაკუთრებულად ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს დონეცკის რეგიონის ქალაქებთან, ბახმუტთან და ავდეევკასთან. უკრაინის განცხადებით, რუსეთის საარტილერიო ცეცხლის სამიზნე გახდა 150-მდე დასახლება.