უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გრანადაში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს.
თავად ზელენსკის ინფორმაციით, საუბარი სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას შეეხებოდა.
“უკრაინა დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობით და მის ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობებით. ასევე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონთაშორისი ეკონომიკური პროექტები,”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ნიკოლ ფაშინიანის პრესსამსახური ზელენსკის იმ პოლიტიკოსებს შორის ასახელებს, რომელთანაც სამიტის დროს სომხეთის მთავრობის მეთაური შეხვდა.
წინა დღით ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრის შესახებ განაცხადა, მათ შორის რეგიონულ უსაფრთხოებაზე.
მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უარი განაცხადა ესპანეთის ქალაქ გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, შეხვედრაზე. მოლაპარაკებები დასავლეთის ქვეყნების ლიდერების შუამავლობით 5 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.
სააგენტო Trend-ის ცნობით, ალიევი ესპანეთს არ ეწვევა. მიზეზად სახელდება „საფრანგეთის დესტრუქციული პოზიცია, ასევე უთანხმოება პარიზსა და ბერლინს შორის შეხვედრაში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით“