
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს ორ დიდი ბირთვულ სახელმწიფოსთან, რუსეთთან და ჩინეთთან ბირთვული განიარაღების გარშემო მოლაპარაკებას.
„ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, შევქმნათ სრულიად ახალი ბირთვული იარაღი“ – განაცხადა ტრამპმა, როცა თეთრ სახლში 13 თებერვალს ინდოეთის პრემიერმინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არსებული მარაგი ისედაც საკმარისია „მსოფლიოს 50-ჯერ, 100-ჯერ განადგურებისთვის“, მაგრამ აშშ, რუსეთი და ჩინეთი განაგრძობენ ახალი იარაღის წარმოებას. ბირთვულ პროგრამებზე იხარჯება თანხა, რომელიც „უფრო პროდუქტიული საქმისთვის“ შეიძლება გავიღოთ, უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში. ტრამპმა თქვა, რომ აპირებს ჩინეთის ხელმძღვანელს, სი ძინ პინს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შესთავაზოს ორჯერ შეამცირონ სამი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტები.
ტრამპს ასეთი შეხვედრის გამართვა სურს, როცა „ყველაფერი დამშვიდდება.“
ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ პუტინს მშვიდობა სურს. „მგონი მეტყოდა, რომ არ სურდეს“- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა რუსი კოლეგის შესახებ.
ტრამპი 12 თებერვალს ესაუბრა ტელეფონის პუტინს და განიხილეს სხვათა შორის, უკრაინის ომის მოგვარების თემა. იმავე დღეს ტრამპი ელაპარაკა ზელენსკის. ორივე საუბარს მან „შესანიშნავი“ უწოდა.
The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა 13 თებერვალს, რომ ჩინეთი გამოვიდა წინადადებით, მოაწყოს პუტინის და ტრამპის შეხვედრა, მაგრამ ზელენსკის გარეშე.
ტრამპმა 13 თებერვალს ასევე გამოაცხადა სურვილი, „დიდ შვიდეულში“ რუსეთის კვლავ მიწვევის შესახებ.