
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 12 ივნისს მაიამიში ჩავა, სისხლის სამართლებრივი ბრალდებების მოსასმენად, რომ ის უკანონოდ ინახავდა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ცრუობდა იმ ოფიციალური პირების წინაშე, რომლებიც ამ დოკუმენტების მოპოვებას ცდილობდნენ.
ტრამპი 13 ივნისს, ადგილობრივი დროით დღის 3 საათზე უნდა მივიდეს მაიამის ფედერალური სასამართლოს შენობაში. თავად ტრამპი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და პირობას დებს, რომ გააგრძელებს კამპანიას 2024 წლის არჩევნებზე კვლავ გაპრეზიდენტების მიზნით.
14 ივნისს ტრამპს 77 წელი შეუსრულდება.