Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ახალი ამბები

ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოში ჩვენებას არ მისცემს

NewsGeorgia May 9, 2023
ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოში ჩვენებას არ მისცემს

ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ მისცემს ჩვენებას ფედერალურ სასამართლოს, რომელიც მწერალ ი. ჯინ კეროლის 90-იან წლებში გაუპატიურების და მოგვიანებით, მისი ცილისწამების ბრალდებების საქმეს ეხება. სასამართლოსთვის პასუხის გაცემის ვადა ტრამპს კვირას, 7 მაისს ამოეწურა.

აღნიშნულ საქმეზე, ყოფილმა პრეზიდენტმა ვიდეო-ჩვენება ხუთშაბათს, 4 მაისს მისცა და განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა. ტრამპის ადვოკატი ჯოზეფ ტაკოპინა საერთოდ უარს ამბობს აღნიშნულ საქმეში დაცვის მხარის წარმოდგენაზე. სავარაუდოდ, გათვლა იმაზეა, რომ ბრალმდებელს საკმარისი დამამტკიცებელი არგუმენტაცია არ ექნება.

ბრალმდებელი ი. ჯინ კეროლი, რომელიც წარსულში გამოცემა “ელის” ჟურნალისტი იყო, ამბობს, რომ ის ტრამპმა 1995 თუ 1996 წელს მაღაზიის “ბერგდორფ გუდმენი” გამოსაცვლელ ოთახში გააუპატიურა. ყოფილმა პრეზიდენტმა მომხდარი უარყო და ქალს სიცრუეში დასწამა ბრალი.

ტრამპი თვლიდა, რომ სკანდალის საფუძველზე, კეროლს 2019 წელს გამოცემული საკუთარი მემუარების გაყიდვა სურდა. “ეს ყველაზე წარმოუდგენელი და ამაზრზენი ამბავია” – თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა ხუთშაბათის ვიდეო-ჩვენებაში, “ეს უბრალოდ გამოგონილი” ამბავია.

კეროლის საქმე მხოლოდ ერთია ტრამპის ლეგალური პროცესების გრძელ ჩამონათვალში. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯორჯიის შტატში არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ასევე – 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მასობრივი თავდასხმის საქმე და საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ შენახვის გამო მიმდინარე ფედერალური გამოძიებები.

Tags: არ აშშ ახალი ამბები დონალდ ტრამპი მისცემს ნიუ-იორკი ნიუიორკის სასამართლო სასამართლოში ტრამპი ჩვენებას

Continue Reading

Previous: უკრაინა ნაციზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს
Next: უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო

კავშირშია

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი
  • ახალი ამბები

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს
  • ახალი ამბები

წარწერისთვის “ირა*ლი” ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს

საინტერესო

წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა
  • ახალი ამბები

წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.