Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ტრამპი აცხადებს, რომ „ყირიმი რუსეთს დარჩება“
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ „ყირიმი რუსეთს დარჩება“

NewsGeorgia April 26, 2025
ტრამპი აცხადებს, რომ „ყირიმი რუსეთს დარჩება“



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ „ყირიმი რუსეთს დარჩება“. ზელენსკი ამას ხვდება, ეს ესმის ყველას, რომ ყირიმი დიდი ხანია [რუსეთთანაა].

აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება სამშაბათს, ჟურნალ „Time“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ტრამპი ომის გახანგრძლივებაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებს. თუმცა დასავლეთ ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ პუტინს მოლაპარაკებების გაჭიანურება და უკრაინის კიდევ ახალი მიწების მიტაცება სურს, მაშინ როცა მის არმიას ბრძოლის ველზე უპირატესობა აქვს.

ტრამპმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ რუსეთს უკვე დიდი ხანია ყირიმში წყალქვეშა ნავები ჰყავს განთავსებული. „ყირიმში ხალხი ძირითადად რუსულად საუბრობს“, – განაცხადა ტრამპმა: „მაგრამ ეს ობამამ მოიტანა. ეს ტრამპს არ მოუტანია“.

დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, უკრაინაში ომის დასასრულებლად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული გეგმის პუნქტებს შორისაა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დე იურე აღიარება აშშ-ის მხრიდან და უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსულ ოკუპაციას იურიდიულად არასდროს აღიარებენ და ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
  • პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
  • უკრაინას, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღება.
Tags: აცხადებს ახალი ამბები დარჩება რომ რუსეთს ტრამპი ყირიმი

Continue Reading

Previous: პრორუსულმა პარტიამ ზურაბიშვილისა და ნანუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა მათი „დაპრანკვის“ შემდეგ
Next: 28 აპრილს დაიწყება 2023 წელს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების საქმის განხილვა

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.