Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ახალი ამბები

სულ მცირე 43 დარღვევა და 7450 ლარის ჯარიმები – „ჩეჩნური ავტოკოლონა“ საქართველოში

NewsGeorgia June 5, 2023
სულ მცირე 43 დარღვევა და 7450 ლარის ჯარიმები – „ჩეჩნური ავტოკოლონა“ საქართველოში



სავარაუდოდ, ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმეტხანოვის და გროზნოს ყოფილი მერის საავტომობილო კოლონაში შემავალმა ავტომობილებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სულ ცოტა, 43-ჯერ დაარღვიეს საავტომობილო მოძრაობის წესები. ვიდეოჯარიმების მოცულობა, სულ მცირე, 7450 ლარს შეადგენს.

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქშია გადაღებული და რომელზეც ჩანს რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი, ერთნაირი, სავარაუდოდ, „მერსედესის“ G-კლასის ავტომობილების კოლონა, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით.

ყველა მათგანის ნომერში ფიგურირებს სამი შვიდიანი. მაგალითად: A777AC77, C777CE77, A777AK77, O777OC77 და B800EC797.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პორტალზე, სადაც საჯარიმო ქვითრები საჯაროდ ქვეყნდება, ჩანს, რომ ამ ხუთი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებს 22 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში ზუსტად 43 ჯარიმა აქვთ გამოწერილი.

მათგან ერთ-ერთი ავტომობილი, სანომრე ნიშნებით A777AC77, სავარაუდოდ, ჩეჩენ ბიზნესმენს, ასლანბეკ ახმეტხანოვს ეკუთვნის. ასეთივე ავტომობილები, იდენტური ნომრებით, ასახულია ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამზე ერთი წლის წინაა გამოქვეყნებული ბიზნესმენ ასლანბეკ ახმეტხანოვის სახელით.

43 ჯარიმა – 7450 ლარი

  • ავტომობილს, სანომრე ნიშნებით A777AC77, 10 დარღვევა უფიქსირდება; სავარაუდოდ, ეს ავტომანქანა ეკუთვნის ახმეტხანოვს;
  • ავტომობილს, სანომრე ნიშნებით C777CE77 – 8 ჯარიმა;
  • ავტომობილს, სანომრე ნიშნებით A777AK77 – 9 ჯარიმა;
  • ავტომობილს, სანომრე ნიშნებით O777OC77 – 7 ჯარიმა
  • ავტომობილს, სანომრე ნიშნებით B800EC797 – 9 ჯარიმა;

ამ სამი ავტომობილის ჯარიმების მოცულობა 7450 ლარს აღწევს.

  • A777AC77 – 1550 ლარი;
  • C777CE77 – 1650 ლარი;
  • A777AK77 – 1700 ლარი.
  • O777OC77 – 1100 ლარი
  • B800EC797 – 1450 ლარი

პირველი ჯარიმა დაფიქსირებულია 22 მაისს, ხოლო ბოლო ოთხი – 3 ივნისს.

ჯარიმები გამოწერილია საავტომობილო მოძრაობის წესების დარღვევისათვის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის თბილისში, ხაშურთან, აგარასთან, ნიგოითთან (გურიაში), ლანჩხუთთან, ჯაპანასთან და შეკვეთილთან. მათ საგზაო მოძრაობის წესები ძირითადად ერთსა და იმავე ადგილებში აქვთ დარღვეული.

რას ამბობენ ხელისუფლებაში?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

„ქართული ოცნების”წევრი, დეპუტატი დიტო სამხარაძე ფეისბუკზე წერს, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ „გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი მეგობრებთან ერთად“.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 5 ივნისს განაცხადა, რომ „ეს თემა არ არის, რომლითაც შეიძლება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი რაიმე საეჭვო გარემოებში აღმოჩნდეს“.

„ამ ადამიანების ცხოვრების წესი და მანერა არის ერთი თემა, რომელიც შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ კადიროველებად და დივერსანტებად მათი მონათვლა, არასწორია. კადიროველი სხვა რამეა“, – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

რა ვიცით?

„ევროპული მდგრადობის ინიციატივის ცენტრის“ (European Resilience Initiative Center) დამფუძნებელი, ექსპერტი აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სერგეი სუმლენი ტვიტერზე აზიარებს საქართველოში ესკორტის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და წერს, რომ „777-77“ ნომრები რუსეთში, ძირითადად, გაიცემოდა დანაშაულებრივი სამყაროს, მთავრობის, ანდა სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის.

გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ («Кавказский узел») წერდა, რომ ახმეტხანოვი ძალიან მდიდარი ბიზნესმენი და კომპანია „იუგ-ნეფტის“ («Юг-нефть») მფლობელია, რომელსაც კავშირი აქვს დანაშაულებრივ სამყაროსთან. გამოცემის წყაროები იუწყებოდნენ, რომ მისი ზედმეტსახელია „ეშმაკი“.

2020 წლის აპრილში რამზან კადიროვი პირადად, საჯაროდ და მწვავედ დაუპირისპირდა ასლანბეკ ახმეტხანოვს, კარანტინის დროს ქალების გარემოცვაში ალკოჰოლური სასმლის მიღებისა და ასევე იარაღის შესყიდვის გამო. ბიზნესმენმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ, მუქარების ფონზე, გარკვეული დროით ჩამოშორდა ოჯახს.

თავის სოფელში, საცხოვრებელ სახლში, ბიზნესმენი რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდა. ექსპერტები მაშინ აღნიშნავდნენ, რომ კადიროვმა ძალისა და ხალხის კონტროლის სადავეების დემონსტრირება მოახდინა, თუმცა, მათ შორის, ფინანსური ინტერესების გამო, მოსალოდნელი არ იყო ბიზნესმენ ახმეტხანოვის სამუდამო გაწირვა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, „კადიროველებმა“ საქართველო უკვე დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ.

Tags: ავტოკოლონა ახალი ამბები და დარღვევა ლარის მცირე საქართველო საქართველოში სულ ჩეჩნური ჯარიმები

Continue Reading

Previous: კრემლი: ბირთვული იარაღის კონტროლზე აშშ-ის განცხადება „დადებითია“
Next: რუსეთის მედიასაშუალებებმა დაადგინეს “მოხალისეთა კორპუსის” მიერ ტყვედ აყვანილი რამდენიმე სამხედროს ვინაობა

კავშირშია

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები” პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”
  • ახალი ამბები

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”

საინტერესო

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები” პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”
  • ახალი ამბები

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს
  • ახალი ამბები

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.