
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 7 მაისს კონგრესს კიდევ ერთხელ მოუწოდა აიკრძალოს ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, როგორიც გამოყენებული იყო ტეხასში შაბათს მომხდარი სროლისას, რომელსაც ემსხვერპლა რვა ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ბაიდენმა მიანიშნა რესპუბლიკელების უმოქმედობაზეც.
პრეზიდენტმა აშშ-ის დროშების ნახევრად დაშვების ბრძანება გასცა ერთ დღეში მას მერე, რაც მძიმედ შეიარაღებულმა პირმა გაფრთხილების გარეშე გახსნა ცეცხლი სავაჭრო ცენტრში, დალასიდან ჩრდილოეთით – რაც აშშ-სთვის მორიგი შემთხვევა იყო ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული ტრაგიკული ძალადობისა.
ამ კანონპროექტის დღევანდელ, დაყოფილ კონგრესში გატანა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან რესპუბლიკელთა დიდი უმრავლესობა ეწინააღმდეგება ამგვარი შეზღუდვების შემოღებას.