Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • სპეციალისტები სეზონური ვირუსების შემთხვევების მატებას მოელიან
  • ახალი ამბები

სპეციალისტები სეზონური ვირუსების შემთხვევების მატებას მოელიან

NewsGeorgia January 6, 2024
სპეციალისტები სეზონური ვირუსების შემთხვევების მატებას მოელიან



იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზა და შემთხვევების აღმავალი მრუდია, თუმცა მსოფლიო ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში გაცილებით ნაკლები შემთხვევაა. ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი სიტყვებით, ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს H1N1 და H1N3 ტიპის გრიპის ვირუსები.

ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში შემთხვევების რაოდენობა ახლა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით ნაკლებია, თუმცა მომდევნო კვირებში მატებაა მოსალოდნელი. მისი თქმით, ამჟამად ცირკულირებს რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი. რაც შეეხება კორონავირუსს, ივანე ჩხაიძის თანახმად, ის ნაკლებად აქტიურია და წინა კვირების სტატისტიკის გათვალისწინებით, „მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა“.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, გაორმაგებულია გრიპის ვირუსის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევები: თუ 2023 წლის 49-ე კვირაში ეს რიცხვი იყო 16 %, ორი კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27% გახდა.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გრიპის ვირუსის გავრცელება “გასაკვირი არაა, ვინაიდან ეს ის სეზონია, როდესაც გრიპის ვირუსი ყველაზე მეტად ცირკულირებს ხოლმე“.

ბუწაშვილის თქმით, გრიპი ძირითადად მიმდინარეობს საშუალო სიმძიმით. „აუცრელებში, ზოგ შემთხვევაში, გვაქვს ხოლმე გართულებები, ძირითადად პნევმონიის სახით. აცრილებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს“, – აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. მისი სიტყვებით, არის ასევე რესპირატორულ- სინციტიური ვირუსის შემთხვევები. „კვლავ არის კოვიდის შემთხვევებიც. საბედნიეროდ, მძიმედ არ მიმდინარეობს, მაგრამ გახანგრძლივებული ტემპერატურით და საერთო სისუსტით კოვიდის შემთხვევები კვლავ არის“.

რაც შეეხება სიფრთხილის ზომებს, მაია ბუწაშვილის თქმით, „სტანდარტულად ყველა შემთხვევაში და როგორც კოვიდის დროს ვაფრთხილებდით, ეს არის ხელების ხშირი დაბანა, თავშეყრის ადგილებში სიფრთხილე და ტემპერატურის შემთხვევაში ადამიანებთან კონტაქტის შემცირება“.

ივანე ჩხაიძის თანახმად, თუ ადამიანს აქვს ტემპერატურა 38 და მეტი, ასევე თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, ბავშვებში – საკვებზე უარის თქმა, მომატებული ძილიანობა, ჭირვეულობა – ეს მიუთითებს გრიპის ვირუსზე და პროცესი მართული უნდა იყოს ექიმის მიერ.

Tags: ახალი ამბები გრიპი ვირუსების მატებას მოელიან სეზონული ვირუსი სეზონური სპეციალისტები შემთხვევების

Continue Reading

Previous: მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გამართავს საჯარო მოსმენებს ისრაელის მიმართ გენოციდის ბრალდების საკითხზე
Next: იაპონიაში 92-ს მიაღწია მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.