ერევნის ცენტრში 19 სექტემბერს გაიმართა ოპოზიციური ძალების მიტინგი, რომელიც თავდაპირველად მოაწყვეს მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებმა, რომლებიც მთავრობისგან მოქმედებას მოითხოვდნენ სომხებით დასახლებულ რეგიონში, რომელიც დე იურე აზერბაიჯანს ეკუთვნის, შექმნილი ვითარების გამო.
რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის თანახმად, მიტინგს შემდგომ შეუერთდა ოპოზიციური პარტია, რომელიც მოითხოვს, რომ ერევანმა უარი თქვას მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებაზე. მიტინგის დროს მოხდა შეტაკება პოლიციასთან, არიან დაშავებულები პოლიციებს შორისაც.
საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ აღძრულია საქმე მასობრივი არეულობისკენ საჯარო მოწოდების და მასობრივი არეულობის ორგანიზებაში მონაწილეობის მუხლებით.
ოპოზიციური ძალები ასევე მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინანის გადადგომას.
ფაშინიანმა 19 სექტემბერს განაცხადა, რომ სომხეთის არმია საომარ მოქმედებაში არ არის ჩართული. მან თქვა, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთს არმია არ ჰყავს.
19 სექტემბერს დილით აზერბაიჯანის არმიამ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.
ბოლო ცნობებით დაღუპულთა რიცხვი 25-ია, დაშავებულია 139 ადამიანი.