Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • მსოფლიო
  • მსოფლიო

სახიფათო მანევრი – ტაივანთან ჩინურ და ამერიკულ სამხედრო გემებს შორის ინციდენტი მოხდა

NewsGeorgia June 5, 2023
სახიფათო მანევრი – ტაივანთან ჩინურ და ამერიკულ სამხედრო გემებს შორის ინციდენტი მოხდა



ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები აქვეყნებს ვიდეო კადრებს, სადაც ასახულია მომენტი, როდესაც ჩინურმა სამხედრო გემმა სახიფათო მანევრი შეასრულა.

ვაშინგტონის ცნობით, ტაივანთან ახლოს ჩინურმა სამხედრო გემმა, ამერიკულ ხომალდს გზა გადაუჭრა, რის გამოც ამერიკულმა გემმა სვლა შეანელა, რათა შეჯახება თავიდან აეცილებინა. თუმცა აშშ-ის შეიარაღებული ძალები განმარტავს, რომ გემს USS Chung-Hoon-ს მარშრუტი არ შეუცვლია და ინციდენტის შემდეგ გზა განაგრძო.

მოგვიანებით, რაც ინციდენტი აღმოიფხვრა კადრებში ჩანს, რომ ჩინური საბრძოლო ხომალდი ამერიკულ გამანადგურებელთან გადაადგილდება.

პენტაგონი განმარტავს, რომ ინციდენტის დროს ამერიკული და კანადური გემები ე.წ. „ნავიგაციის თავისუფლების“ ოპერაციას აწარმოებდნენ. ამერიკის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობა ამბობს, რომ ჩინეთის ქმედებები საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოების ნორმებს არღვევს.

ბოლო კვირების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკისა და ჩინეთის სამხედრო ძალებს შორის ახლო კავშირი დაფიქსირდა.

მანამდე, სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს აგრესიული მანევრით ჩინური სამხედრო თვითმფრინავი მიუახლოვდა, თუმცა მათ შორის შეჯახება არ მომხდარა.

Tags: ამერიკული გემი ამერიკული გემი ტაივანის სრუტეში აშშ აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ახალი ამბები ვაშინგტონი მსოფლიო პეკინი სახიფათო მანევრი ტაივანი ტაივანის სრუტე ჩინეთი

Continue Reading

Previous: თალიბანი ავღანეთის იზოლაციის დასრულებას ცდილობს
Next: ბერლინი: კახოვკის ჰესზე კაშხლის დანგრევა პუტინის აგრესიის ხასიათში ზის

კავშირშია

ბრიუსელი კიევს სამხედრო დახმარების გაზრდას პირდება ბრიუსელი კიევს სამხედრო დახმარების გაზრდას პირდება
  • მსოფლიო

ბრიუსელი კიევს სამხედრო დახმარების გაზრდას პირდება

შვედეთის ლიდერი კრიმინალთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავს შვედეთის ლიდერი კრიმინალთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავს
  • მსოფლიო

შვედეთის ლიდერი კრიმინალთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავს

სომხური ყარაბაღის დასასრული სომხური ყარაბაღის დასასრული
  • მსოფლიო

სომხური ყარაბაღის დასასრული

საინტერესო

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა
  • ახალი ამბები

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები” პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”
  • ახალი ამბები

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.