Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • საქართველო
  • სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
  • საქართველო

სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

NewsGeorgia December 13, 2024
სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა



შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა “ქართული ოცნების” წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს. სულ, დაახლოებით, 20 ადამიანს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 12 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვები მათ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო უწესდებათ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი არ ასაჯაროებს იმ ადამიანების სიას, ვისაც შეზღუდვები დაუწესდა, თუმცა მიანიშნებენ, რომ მათ შორის, საუბარია მაღალი თანამდებობის პირებზეც. განცხადებაში ასევე გაკეთებულია მინიშნება იმაზე, რომ დამატებითი ქმედებები და სანქციები მზადდება და ეს არაა ბოლო ნაბიჯი ამერიკის მხრიდან.

გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:

“სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებითი ქმედების შესახებ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია, ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხება დაახლოებით ოც პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც იკავებენ მთავრობაში მინისტრის თანამდებობას, არიან პარლამენტში, მსახურობენ სამართალდამცავი და უშიშროების სტრუქტერებში და არიან კერძო მოქალაქეები.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს “ქართული ოცნების” მიერ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ მზად ვართ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის შელახვაში, დავუქვემდებაროთ სავიზო შეზღუდვებს.

ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველ ხალხთან ერთად, გვინდა ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ამერიკის გადაწყვეტილებას და ემატება აქამდე გამოცხადებულ ნაბიჯებს, რომლებიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ 100-ზე მეტ პიროვნებას და მათი ოჯახის წევრებს”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ე.წ უცხოეთის აგენტების კანონის მიღების შემდეგ, ამერიკის საგარეო უწყებამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. მაშინ დაწესდა პირველი ფინანსური სანქციებიც რამდენიმე პირზე, რომელსაც ამერიკის ხაზინა აწესებს და აღასრულებს.

Tags: მთავარი საქართველო

Continue Reading

Previous: კანონიერი სტატუსის არმქონე იმიგრანტების მიმართ ამერიკელთა განწყობა შეიცვალა
Next: შეერთებულმა შტატებმა ქართველ მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

კავშირშია

„არ მოვინანიებ არასდროს!“ – არქიმანდრიტ ილიას მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა „არ მოვინანიებ არასდროს!“ – არქიმანდრიტ ილიას მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა
  • საქართველო

„არ მოვინანიებ არასდროს!“ – არქიმანდრიტ ილიას მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა

„გვაღირსეთ სკოლა“ – ერთი სკოლის მაგალითი, ათასობით მოსწავლის პრობლემა „გვაღირსეთ სკოლა“ – ერთი სკოლის მაგალითი, ათასობით მოსწავლის პრობლემა
  • საქართველო

„გვაღირსეთ სკოლა“ – ერთი სკოლის მაგალითი, ათასობით მოსწავლის პრობლემა

რას უპირებენ მის შვილს? – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილის ამბავი რას უპირებენ მის შვილს? – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილის ამბავი
  • საქართველო

რას უპირებენ მის შვილს? – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილის ამბავი

საინტერესო

ბაქოში მასშტაბურად აღინიშნა მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების მეორე წლისთავი, ალიევმა ერდოანს უმასპინძლა ბაქოში მასშტაბურად აღინიშნა მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების მეორე წლისთავი, ალიევმა ერდოანს უმასპინძლა
  • ახალი ამბები

ბაქოში მასშტაბურად აღინიშნა მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების მეორე წლისთავი, ალიევმა ერდოანს უმასპინძლა

აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი მთავრობის ასიათასობით მოხელის ანაზღაურების შესახებ აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი მთავრობის ასიათასობით მოხელის ანაზღაურების შესახებ
  • ახალი ამბები

აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი მთავრობის ასიათასობით მოხელის ანაზღაურების შესახებ

სერბეთის ხელისუფლებამ ტრამპის სიძეს გენშტაბის შენობის ადგილას სასტუმროს აშენების ნება დართო სერბეთის ხელისუფლებამ ტრამპის სიძეს გენშტაბის შენობის ადგილას სასტუმროს აშენების ნება დართო
  • ახალი ამბები

სერბეთის ხელისუფლებამ ტრამპის სიძეს გენშტაბის შენობის ადგილას სასტუმროს აშენების ნება დართო

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ელექტროქვესადგურებს შეუტიეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ელექტროქვესადგურებს შეუტიეს
  • ახალი ამბები

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ელექტროქვესადგურებს შეუტიეს

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.