Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • სახელის შესახებ – რატომ გააერთიანა ტრამპის შესაძლო გეგმამ ირანელები?
  • პოლიტიკა

სახელის შესახებ – რატომ გააერთიანა ტრამპის შესაძლო გეგმამ ირანელები?

NewsGeorgia May 9, 2025
სახელის შესახებ – რატომ გააერთიანა ტრამპის შესაძლო გეგმამ ირანელები?


რა უნდა ვიცოდეთ?

სააგენტო ასოშიეტედ პრესმა (AP) 7 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი მომავალ კვირაში, ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი ვიზიტის დროს, აპირებს სპარსეთის ყურის სახელის შეცვლა გამოაცხადოს.

კომენტატორები, მათ შორის ტრამპის ირანული პოლიტიკის მხარდამჭერები, შიშობენ, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა მას ის ირანელი ამერიკელები დაუპირისპიროს, რომლებიც მხარს უჭერენ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას ირანის მიმართ, და არ არის გამორიცხული, ბირთვულ მოლაპარაკებებზეც კი უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ფიქრობდა სახელის შეცვლაზე, ტრამპმა თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ თემაზე ახლო აღმოსავლეთის ტურნეში ჰკითხავენ. “არ მინდა ვინმეს გრძნობები დავაზიანო”, – თქვა მან ოვალურ ოფისში გამართული ბრიფინგისას.

რატომ არის სახელი ასე მნიშვნელოვანი?

ტერმინი “სპარსეთის ყურე” ირანში ეროვნული სიამაყის წყაროა და მისი შეცვლა ქვეყნის იდენტობისა და ისტორიის შეურაცხყოფად აღიქმება.

მართალია, აშშ-ის ხელისუფლება ოფიციალურად დღემდე ყოველთვის იყენებს ტერმინს “სპარსეთის ყურე”, სამხედრო ძალები ხანდახან “არაბეთის ყურესაც” ხმარობენ, არაბი პარტნიორების გულის მოსაგებად.

მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, არსებობს პრეცედენტი: წლის დასაწყისში ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას მექსიკის ყურისთვის სახელად “ამერიკის ყურედ” გადარქმევის შესახებ, რამაც გამოიწვია სამართლებრივი დავა Associated Press-თან, რომელიც სასამართლომ მედიის თავისუფლების სასარგებლოდ დაასრულა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელში აღმასრულებელი განკარგულებით, რომლის თანახმად, მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაარქვა. 9 თებერვალი, 2025 REUTERS

ვინ რას ამბობს?

ანალიტიკოსები ტრამპის ადმინისტრაციას აფრთხილებენ, რომ სახელის გადარქმევამ შესაძლოა რეალური გეოპოლიტიკური შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის ბირთვული მოლაპარაკებების ჩაშლა თეირანსა და ვაშინგტონს შორის, ან ირანის რეგიონული მოწინააღმდეგეების გაძლიერება, განსაკუთრებით სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, როგორიცაა სტრატეგიული კუნძულები სპარსეთის ყურეში – აბუ მუსა, დიდი ტუნბი და პატარა ტუნბი. კუნძულებს ირანი აკონტროლებს, თუმცა მათზე პრეტენზია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვს.

  • ირანის პარლამენტის კონსერვატორმა თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა მიანიშნა, რომ რეგიონის არაბულმა სახელმწიფოებმა შესაძლოა გარკვეულად წაახალისეს ტრამპს ეს შესაძლოა ნაბიჯი:

„დოლარითა და დირჰამით შეიძლება ფეხსაცმელი და ტანსაცმელი იყიდო“, – დაწერა ღალიბაფმა X-ზე (ყოფილი Twitter) – „მაგრამ ისტორია და გეოგრაფია არ იყიდება“.

  • ამასობაში ირანის ტახტის ყოფილი მემკვიდრე, პრინცი რეზა ფეჰლევი ამბობს, რომ სპარსეთის ყურის სახელის შეცვლა „ირანელი ხალხის შეურაცხყოფაა.“

„სპარსეთის ყურე ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობაა და მისი სახელის დაცვა თითოეული ჩვენგანის ეროვნული ვალდებულებაა, ყველანაირი გზით“, – თქვა მან.

  • ჟენევის ინსტიტუტის (Geneva Graduate Institute) უფროსმა მკვლევარმა ფარზან საბეთმა ბრალი ირანის ისლამურ რესპუბლიკას დასდო და X-ზე დაწერა:

„მათ ირანი ისე დაასუსტეს და დასავლეთში და მის მიღმა ისეთი გავლენა დაკარგეს, რომ უკვე არაერთმა არაარაბულმა ქვეყანამაც შეცვალა ტერმინის გამოყენება. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მორიგი დამცირებაა, რომლის გადატანად ირანელებს ცუდი მმართველობის გამო უწევთ”, – თქვა საბეთმა.

https://gdb.rferl.org/035F81FE-9D8F-48DF-A0EF-84B8A0062C8E_w800_h450.jpg
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94/33409443.html

Tags: არაბეთის ყურე აშშ გააერთიანა გეგმამ ირანელები ირანი მსოფლიო პოლიტიკა რატომ სახელის სპარსეთის ყურე ტრამპი ტრამპის შესაძლო შესახებ

Continue Reading

Previous: პუტინი VS სტალინი – „ჩანაცვლების ოპერაცია“
Next: კრიპტოპლატფორმა Celsius Network-ის დამფუძნებელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კავშირშია

რუმინეთის საარჩევნო მარათონი კულმინაციას უახლოვდება რუმინეთის საარჩევნო მარათონი კულმინაციას უახლოვდება
  • პოლიტიკა

რუმინეთის საარჩევნო მარათონი კულმინაციას უახლოვდება

კრემლის უარი უპირობო ზავზე – რა გადაწყდა სტამბოლში და რას უმზადებენ რუსეთს კრემლის უარი უპირობო ზავზე – რა გადაწყდა სტამბოლში და რას უმზადებენ რუსეთს
  • პოლიტიკა

კრემლის უარი უპირობო ზავზე – რა გადაწყდა სტამბოლში და რას უმზადებენ რუსეთს

პეპე ცისარტყელის პარიკით – რუსეთში წიგნებს და გამომცემლებს აპატიმრებენ პეპე ცისარტყელის პარიკით – რუსეთში წიგნებს და გამომცემლებს აპატიმრებენ
  • პოლიტიკა

პეპე ცისარტყელის პარიკით – რუსეთში წიგნებს და გამომცემლებს აპატიმრებენ

საინტერესო

უიტკოფი თვლის, რომ 19 მაისს, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი წარმატებული იქნება უიტკოფი თვლის, რომ 19 მაისს, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი წარმატებული იქნება
  • ახალი ამბები

უიტკოფი თვლის, რომ 19 მაისს, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი წარმატებული იქნება

27 წლის სპორტსმენის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა 27 წლის სპორტსმენის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
  • ახალი ამბები

27 წლის სპორტსმენის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

„მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის“ – ზელენსკი რომის პაპს შეხვდა „მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის“ – ზელენსკი რომის პაპს შეხვდა
  • ახალი ამბები

„მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის“ – ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

„ჩვენ გხედავთ“ – თბილისში ერთობის მარში გაიმართა „ჩვენ გხედავთ“ – თბილისში ერთობის მარში გაიმართა
  • ახალი ამბები

„ჩვენ გხედავთ“ – თბილისში ერთობის მარში გაიმართა

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.