
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი წარუმატებელი თამაში ჩაატარა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ნორვეგიის ნაკრებთან დამარცხდა, ოსლოში გამართულ შეხვედრაში, ანგარიშით 1:2. ქართველთაგან გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, ოთხმოცდამეთერთმეტე წუთზე.
ხუთი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს სამი წაგება, თითო მოგება და ფრე აქვს, და ოთხი ქულით მეოთხე ადგილზეა ხუთგუნდიან ჯგუფში. ჯგუფის ლიდერი შოტლანდიაა, ასპროცენტიანი მაჩვენებლით – თხუთმეტი ქულით. მეორე და მესამე ადგილებს ცხრა ქულით ესპანეთი და შვიდი ქულით ნორვეგია იკავებენ.
მეექვსე ტურის შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 15 ოქტომბერს გამართავენ თბილისში, ჯგუფის აუტსაიდერთან – კვიპროსის ნაკრებთან, რომელმაც მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩატარებული ხუთივე თამაში წააგო.