Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • საქართველოს დროშა რუსეთში BRICS-ის თამაშებზე ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის დროშებთან ერთად გამოჩნდა
  • პოლიტიკა

საქართველოს დროშა რუსეთში BRICS-ის თამაშებზე ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის დროშებთან ერთად გამოჩნდა

NewsGeorgia June 13, 2024
საქართველოს დროშა რუსეთში BRICS-ის თამაშებზე ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის დროშებთან ერთად გამოჩნდა


12 ივნისს, ყაზანში, თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეთა შორის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ერთად, საქართველოც გამოაცხადეს.

მიიტანეს საქართველოს დროშაც.

საქართველოს დროშა „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ყაზანში
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ყაზანში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ყაზანში
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე რუსეთში, ქალაქ ყაზანში.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე რუსეთში, ქალაქ ყაზანში.

BRICS-ის 2024 წლის თამაშების ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, საქართველოდან შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებენ სამბოისტები, მსოფლიო ჩემპიონები, – ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე.

რადიო თავისუფლება ცდილობს მათთან დაკავშირებას ინფორმაციის გადასამოწმებლად. მათგან მიღებული პასუხი აისახება მასალაში.

„სკრინშოტი“ ბრიკსის თამაშების საიტიდან, სადაც მონაწილეთა შორის ელენე ქებაძე და ნინო ოძელაშვილი არიან მითითებულნი

„სკრინშოტი“ ბრიკსის თამაშების საიტიდან, სადაც მონაწილეთა შორის ელენე ქებაძე და ნინო ოძელაშვილი არიან მითითებულნი

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე ასევე დაუკავშირდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს. უწყებების პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

გახსნის ცერემონია

ოთხშაბათს, 12 ივნისს, გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ რუსეთის მაღალჩინოსნები, მათ შორის რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დიაგტეროვი.

ცერემონიაზე სპორტსმენებს ვიდეოჩართვით მიმართა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თამაშებიც მან გამოაცხადა გახსნილად.

ვლადიმერ პუტინი მიმართავს კაზანში „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას

ვლადიმერ პუტინი მიმართავს კაზანში „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას

პუტინმა განაცხადა, რომ ბრიკსი არის მაგალითი, თუ როგორ მომგებიანია განვითარებული ქვეყნებისთვის ერთმანეთთან პარტნიორობა რათა თავიანთი ქვეყნების ტრადიციები დაიცვან.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფართომასშტაბიანი სპორტული დღესასწაული თვალსაჩინოდ წარმოაჩენს სპორტის უნივერსალური ღირებულებების ტრიუმფს, თანაბარ შესაძლებლობებს და სამართლიან, უკომპრომისო ბრძოლას“, – განაცხადა მან.

როგორ მოხვდნენ სპორტსმენები ოკუპირებული ტერიტორიებიდან?

რუსეთმა „ბრიკსის თამაშებში“ აფხაზი სპორტსმენები 2023 წლის ბოლოს მიიწვია.

სოხუმმა მიწვევა მიიღო 2023 წლის 14 დეკემბერს, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ტარას ხაგბა მოსკოვში მიიღო რუსეთის სპორტის მინისტრმა, ოლეგ მატიცინმა.

მოგვიანებით, 25 დეკემბერს, რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტულ მედია „სპუტნიკში“ – Sputnik Абхазия-ში, რომელიც ძირითადად ოკუპირებულ აფხაზეთზე მაუწყებლობს, – გავრცელდა დამატებითი ცნობა, რომ „აფხაზი სპორტსმენები ბრიკსის თამაშებზე რესპუბლიკის დროშით იასპარეზებენ“.

რადიო თავისუფლებამ ჯერ კიდევ 2024 წლის 3 იანვარს ჰკითხა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინფორმირებულია თუ არა „ბრიკსის თამაშებში“ აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე, თუ კი, რა რეაგირება ჰქონდა, და ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია, მათ შორის, პეკინთან. პასუხი არ მიგვიღია.

რა არის ბრიკსის თამაშები

„ბრიკსის თამაშები“ არის „ბრიკსის“ ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული სპორტული ღონისძიება.

„ბრიკსი“ 10 ქვეყნის ალიანსია.

წლების განმავლობაში ის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთობა იყო. სახელიც ამ წევრი სახელმწიფოების ინგლისური დასახელებისგან შემდგარი აბრევიატურაა (BRICS).

2024 წლის პირველი იანვრიდან ჯგუფი გაფართოვდა. ხუთი ახალი წევრია: ირანი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია.

ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ „ბრიკსის“ ყველაზე ძლიერი მოთამაშე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა, რომელიც ალიანსს მეტი ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების საშუალებად ხედავს.

როგორც წესი, „ბრიკსის თამაშებს“ ის ქვეყანა ატარებს, ვინც „ბრიკსის“ ყოველწლიურ სამიტს მასპინძლობს ხოლმე. 2024 წლის „ბრიკსის“ სამიტის მასპინძელი კი რუსეთია.

პირველი „ბრიკსის თამაშები“ ჩინეთში ჩატარდა 2017 წელს, 2021 წელს მას ინდოეთმა უმასპინძლა, 2023 წელს სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, 2024 წელს კი უკვე რუსეთში, თათრეთში, ქალაქ ყაზანში ტარდება.

ამჟამად რუსეთი, უკრაინაში შეჭრისა და მისი ტერიტორიის ანექსიის ფონზე, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებიდან – მათ შორის ოლიმპიური თამაშებიდან – გარიცხულია.

რუსული პასპორტების მქონე სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობა კი შეუძლიათ, მაგრამ ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება რუსეთის წევრობის შეჩერებაზე კვლავ ძალაშია.

„ბრიკსის თამაშების“ საიტის თანახმადვე, თამაშებში მონაწილე ქვეყნებს შორის, რუსეთის გარდა, არიან:

  • „ბრიკსის“ ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა და ირანი,
  • აზერბაიჯანი და სომხეთი,
  • ბელარუსი,
  • ისრაელი,
  • ევროპიდან დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი
  • ჩრდილოეთ კორეა
  • აფრიკის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოები.
Tags: „ოკუპირებული ტერიტორიები“ BRICSის არაღიარების პოლიტიკა აფხაზეთი აფხაზეთის ბრიკსი გამოჩნდა და დროშა დროშებთან ერთად თამაშებზე ოკუპირებული პოლიტიკა რუსეთი რუსეთში საზოგადოება სამხრეთ ოსეთი საქართველო საქართველოს ჩინეთი ცხინვალის ცხინვალის რეგიონი

Continue Reading

Previous: საიამ ვერეს ხეობაში სტიქიის გამო დაღუპული დავით გაბიტაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
Next: თბილისის მერია პარლამენტის გვერდით მდებარე 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

კავშირშია

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს? სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?
  • პოლიტიკა

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?

ვინ არის ბლეიზ მეტრეWელი – ბრიტანეთის დაზვერვის პირველი ქალი ხელმძღვანელი ქართული წარმომავლობით ვინ არის ბლეიზ მეტრეWელი – ბრიტანეთის დაზვერვის პირველი ქალი ხელმძღვანელი ქართული წარმომავლობით
  • პოლიტიკა

ვინ არის ბლეიზ მეტრეWელი – ბრიტანეთის დაზვერვის პირველი ქალი ხელმძღვანელი ქართული წარმომავლობით

„რაკეტები გამოშვებულია“ – რას გვიყვებიან ქართველები ისრაელსა და ირანში „რაკეტები გამოშვებულია“ – რას გვიყვებიან ქართველები ისრაელსა და ირანში
  • პოლიტიკა

„რაკეტები გამოშვებულია“ – რას გვიყვებიან ქართველები ისრაელსა და ირანში

საინტერესო

პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა
  • ახალი ამბები

პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა

ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ
  • ახალი ამბები

ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს? სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?
  • პოლიტიკა

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?

სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს
  • ახალი ამბები

სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.