Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა

„საფერიკა“ – ნიუ-იორკში საფერავის ფესტივალი გაიმართა

NewsGeorgia May 17, 2023
„საფერიკა“ – ნიუ-იორკში საფერავის ფესტივალი გაიმართა



ნიუ-იორკის შტატში, „დოქტორ კონსტანტინ ფრანკის მეღვინეობამ“, საფერავის ორდღიან ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალი „საფერიკა“, ამავე სახელწოდების ორგანიზაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ინფორმაცია ამის შესახებ, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

სააგენტოს ცნობით, ფესტივალის პირველ დღეს, ,,საფერიკას“ ღვინის სფეროს ექსპერტები, ღვინის ინდუსტრიის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ხოლო მეორე დღეს, ფესტივალს ღვინის მოყვარულები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

წელს, ფესტივალზე 30-მდე კომპანიის მიერ წარმოებული საფერავის ჯიშის ღვინოები იყო წარმოდგენილი, როგორც საქართველოდან, ისე ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან.

,,საფერიკას“ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, გაცნობოდნენ ქართულ კულინარიას, ასევე მიეღოთ ინფორმაცია როგორც საფერავის და ზოგადად, ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, ნიუ-იორკის შტატში, ფინგერ ლეიკსის რეგიონში, უკვე 60 წელია, ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს საფერავისა და რქაწითელის ჯიშების ყურძენი აქვთ გაშენებული.

„უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება. აქედან გამომდინარე, აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება“ – აცხადებენ სააგენტოში.

Tags: ახალი ამბები ეკონომიკა

Continue Reading

Previous: ლიახვის ჭალებში გადაყრილი ვაშლი – რატომ ვერ ყიდიან მოსავალს ქართლელი ფერმერები?
Next: აბსოლუტური სიღარიბე შემცირდა – როგორ „მდიდრდება“ საქართველო?

კავშირშია

ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის საბადოს დამუშავების ნებართვა გასცა ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის საბადოს დამუშავების ნებართვა გასცა
  • ეკონომიკა

ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის საბადოს დამუშავების ნებართვა გასცა

რუსული საწვავის ექსპორტის აკრძალვა გააძვირებს ბენზინს საქართველოში რუსული საწვავის ექსპორტის აკრძალვა გააძვირებს ბენზინს საქართველოში
  • ეკონომიკა

რუსული საწვავის ექსპორტის აკრძალვა გააძვირებს ბენზინს საქართველოში

ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში
  • ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში

საინტერესო

ოცდაათწლიანი ომი: როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგის ხელიდან გაშვებული შანსი? ოცდაათწლიანი ომი: როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგის ხელიდან გაშვებული შანსი?
  • პოლიტიკა

ოცდაათწლიანი ომი: როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგის ხელიდან გაშვებული შანსი?

ღარიბაშვილი ფარცხალაძის სანქცირებაზე: ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი ღარიბაშვილი ფარცხალაძის სანქცირებაზე: ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი
  • ახალი ამბები

ღარიბაშვილი ფარცხალაძის სანქცირებაზე: ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი

პუტინი კრემლში შეხვდა კადიროვს, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობების ფონზე პუტინი კრემლში შეხვდა კადიროვს, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობების ფონზე
  • ახალი ამბები

პუტინი კრემლში შეხვდა კადიროვს, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობების ფონზე

ღარიბაშვილი ჩარტერულ ფრენაზე: შეძლებული ოჯახი მაქვს, არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული ღარიბაშვილი ჩარტერულ ფრენაზე: შეძლებული ოჯახი მაქვს, არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული
  • ახალი ამბები

ღარიბაშვილი ჩარტერულ ფრენაზე: შეძლებული ოჯახი მაქვს, არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.