სამხრეთ კორეა, ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია ერთობლივ წვრთნებს ატარებენ. ამ წვრთნების მიზანი ფხენიანის მუქარაზე პასუხია. ჩრდილოეთ კორეა თავის მხრივ ვაშინგტონს ადანაშაულებს “ბირთვული შანტაჟის” გაძლიერებაში.
სამი ქვეყნის წარმომადგენლები რეგულარული სარაკეტო თავდაცვისა და ანტი-წყალქვეშა გემების ოპერაციების წვრთნების თაობაზე სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში პარასკევს, ვაშინგტონში გამართული შეხვედრებისას შეთანხმდნენ.
ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი რაკეტები პარასკევს კიდევ ერთხელ გამოსცადა.
სამმხრივი წვრთნების დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჩრდილოეეთ კორეის მმართველი პარტიის ცენტრალური სამხედრო კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ამერიკას აკრიტიკებს იმის შესახებ, რომ მან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ჩრდილო კორეის მიერ იარაღის გამოცდასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა.
სამი ქვეყნის წვრთნები საერთაშორისო წყლებში, კორეასა და იაპონიას შორის იმართება. მასში სამხრეთ კორეის საზღვაო ხომალდები, გამანადგურებლები მონაწილეობენ. ეს წვრთნები საპასუხო ზომების გამოცდაზეა ორიენტირებული, რა დროსაც შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შეძლონ საფრთხის აღმოჩენა, მისი მონიტორინგი, ინფორმაციის გაზიარება და სხვადასხვა სცენარზე პასუხისთვის მზადყოფნა.