უკრაინელმა მაშველებმა დღეს, 12 ნოემბერს დილით დაასრულეს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგის იმ რაიონში, სადაც რუსეთის ჯარების მიერ 11 ნოემბერს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად დაინგრა 5-სართულიანი სახლის ზედა სართულები.
დილით მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს სამი დაღუპული ბავშვის ცხედარი. გასულ ღამით დადასტურებული იყო ერთი ქალის სიკვდილი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოთხივე დაღუპული ერთი ოჯახის წევრები იყვნენ – დედა და სამი შვილი. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ბავშვებიდან ყველაზე უმცროსი გოგო ერთი წლისაც არ იყო. ბიჭები ათი და ორი წლის იყვნენ.