ბათუმის ნავსადგურს 6 დღის მანძილზე, თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 სტუმრობდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს ხომალდი შემოვიდა. თურქული ფრეგატი ალიანსის მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთში (SNMG2) შედის.