
რუსეთის ყველაზე ცნობილი ხატი – ანდრეი რუბლიოვის მიერ დახატული “სამება” – ტრეტიაკოვის გალერეიდან გადაიტანეს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში, მუზეუმის თანამშრომელთა პროტესტის მიუხედავად.
ხატი ტაძარში იქნება მსახურებისას, რომელიც 4 ივნისს დაიწყება – აცხადებს კულტურის სამინისტრო.
მუზეუმის თანამშრომლები და მეცნიერები ეწინააღმდეგებოდნენ ხატის გადატანას, და აცხადებდნენ, რომ ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტი დაზიანდებოდა მიკროკლიმატის შეცვლით და ვიბრაციით გადატანის პროცესში.
რუსი მხატვრის მიერ ადრეულ მეთხუთმეტე საუკუნეში დახატული ხატი ტრეტიაკოვის გალერეაში 1920-იანი წლებიდან ინახებოდა.