
რუსეთი და ნატო ბალტიის ზღვაში ერთდროულად ატარებენ სამხედრო წვრთნებს საკუთარი გეგმების მიხედვით.
რუსეთმა წვრთნები დღეს, 5 ივნისს დაიწყო. მასში 3,5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 40-მდე გემი, 25 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობს. ისინი ივარჯიშებენ ფლოტის საზღვაო კომუნიკაციებისა და ფლოტის ბაზირების პუნქტების დაცვაზე, ამის შესახებ ფლოტის პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა. რუსეთის წვრთნები 15 ივნისს დასრულდება.
ნატოს წვრთნები – ყოველწლიური “ბალტიის ოპერაციები” – დაიწყო წინა დღით, 4 ივნისს. მასში მონაწილეობს ალიანსის ცხრამეტი წევრი და წევრობის კანდიდატი შვედეთი. წვრთნებში ჩართულია დაახლოებით ექვსი ათასი ჯარისკაცი, 50 ხომალდი და 45 თვითმფრინავი. სხვა საკითხებთან ერთად, სამხედროები აპირებენ ივარჯიშონ ნავების საწინააღმდეგო, საზენიტო და ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციების განხორციელებაში, წყალქვეშა და წყალზედა დრონების გამოყენებაში. წვრთნები 16 ივნისამდე გაგრძელდება.