Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

NewsGeorgia May 13, 2025
რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა



კობახიძე წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უყურადღებოდ დატოვა მანამდე გაგზავნილი წერილიც და თბილისის განცხადებებიც.

“ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ”, – წერს “ოცნების” პრემიერი აშშ-ის უმაღლეს პირებს.

რადიო თავისუფლებამ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების ნაწილს მოუყარა თავი.

ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს, ბექა ყორშიას ირაკლი კობახიძის ღია წერილი შეყვარებულთან დაშორებული თინეიჯერის სევდიან ნააზრევსა და შერიგების მცდელობას ახსენებს.

ფემინისტ აქტივისტს, ვენერო მელუას ცალმხრივად მოტრფიალე “სასოწარკვეთილი კაცების” ხელწერა ეცნო. წერს, თუ როგორ ივიწყებენ ადრესატი ქალები ასეთ წერილებს.

ინტელექტუალთა კლუბის – „რა სად როდის“ წევრი, ზურაბ ფარჯიანი წერს, რომ ეს წერილი არა ტრამპისთვის, არამედ ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოსაჩვენებლად დაიწერა. ხოლო ანეკდოტი, რომელსაც პოსტში იხსენებს – სპორტული გუნდიდან გაშვებული მწვრთნელისა და მის მიერ დატოვებული სამი წერილის შესახებ არის.

იუმორისტული პლატფორმა „პრეს-ცენტრი“ კობახიძის წერილს რამდენიმე პოსტს უძღვნის. ერთ-ერთი პოსტიყვება ამბავს – თუ როგორ უგზავნიან დონალდ ტრამპს „ქართული ოცნების“ დეპუტატები წერილთან ერთად – „პასილკასაც“.

“წალენჯიხა ენდ ვოშინგთონ ფრენდს, გუუუდ ფრენდს, მისთერ ტრამპ!” – ავტორი ამ სიტყვებს ირაკლი ზარქუას მიაწერს. ზარქუა ტრამპს საკმაოდ ხშირად მიმართავდა.

„პრეს-ცენტრის“ კიდევ ერთი პოსტი ცნობილი ხუმრობის ინტერპრეტაციაა. „ისე დამიწერეთ, რომ ნახოს, ვინ დაკარგა“….

„ნუ მწერ“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილს, დონალდ ტრამპის სახელით, მირზა გელოვანის ლექსის ინტერპრეტაციით პასუხობს მწერალი და მთარგმნელი – გიორგი ხარაიშვილი. სტრიქონებში ვხვდებით „დიპ სტეიტსა“ და ბიძინა ივანიშვილის გამხმარი ბაობაბებსაც.

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,

რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,

რო დიფ-სთეითი ამ გაზაფხულშიც

ისევ ხელახალ არჩევნებს ითხოვს”….

“”ღია წერილი” — ტოჟე მნე, ემილ ზოლა…” – ასეთია მწერლის, პროფესორ ნოდარ ლადარიას რეაქცია.

მის მოკლე ტექსტში ნათქვამია, რომ წერილის ავტორი არც აშშ-ის პრეზიდენტია და არც ვიცე-პრეზიდენტი.

“- ტრამპ! პასუხი არ არის.

– ტრამპ! პასუხი არ არის.

– რა დაემართა ამ ბიჭს? ტრამპ!” – პოლიტიკის ექსპერტი და ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია მარკ ტვენის “ტომ სოიერის თავგადასავლის” ცნობილ დასაწყისს იხსენებს.

ფეისბუკზე გამოქვეყნდა მწერლისა და მთარგმნელის, ლელა სამნიაშილის პოსტიც.

წერილის გზავნილს – “შიგ დიფ სთეითში გარტყმულს” უწოდებს და ნაცარქექიასაც იხსენებს.



https://gdb.rferl.org/59043695-b9c4-41d6-6a6e-08dd82093248_w800_h450.jpg
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%A1/33412764.html

Tags: და დონალდ ტრამპი ვენსს ინტერნეტი ინტერნეტის რეაქცია ირაკლი კობახიძე ირაკლი კობახიძის წერილი ტრამპს კობახიძემ მისწერა პოლიტიკა რეაქციები როცა სოციალურ სოციალური მედია ტრამპსა ქსელში ღია წერილი

Continue Reading

Previous: ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
Next: კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

კავშირშია

ლანძღვა, ჭეჭყვა, თრევა, ხელების გადაგრეხა, გაგდება – რატომ იქცევიან ასე სასამართლოს მანდატურები? ლანძღვა, ჭეჭყვა, თრევა, ხელების გადაგრეხა, გაგდება – რატომ იქცევიან ასე სასამართლოს მანდატურები?
  • პოლიტიკა

ლანძღვა, ჭეჭყვა, თრევა, ხელების გადაგრეხა, გაგდება – რატომ იქცევიან ასე სასამართლოს მანდატურები?

432-მეტრიანი „ახმატ ტაუერი“ – რაში სჭირდება კადიროვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბჯენი? 432-მეტრიანი „ახმატ ტაუერი“ – რაში სჭირდება კადიროვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბჯენი?
  • პოლიტიკა

432-მეტრიანი „ახმატ ტაუერი“ – რაში სჭირდება კადიროვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბჯენი?

მათე დევიძის განაჩენი მათე დევიძის განაჩენი
  • პოლიტიკა

მათე დევიძის განაჩენი

საინტერესო

მთავრობა ეროვნული გამოცდების ალტერნატივაზე ფიქრობს მთავრობა ეროვნული გამოცდების ალტერნატივაზე ფიქრობს
  • ახალი ამბები

მთავრობა ეროვნული გამოცდების ალტერნატივაზე ფიქრობს

ეგვიპტესა და ლიბიაში დააკავეს აქტივისტები, რომლებიც ღაზისკენ მსვლელობას გეგმავდნენ ეგვიპტესა და ლიბიაში დააკავეს აქტივისტები, რომლებიც ღაზისკენ მსვლელობას გეგმავდნენ
  • ახალი ამბები

ეგვიპტესა და ლიბიაში დააკავეს აქტივისტები, რომლებიც ღაზისკენ მსვლელობას გეგმავდნენ

ლანძღვა, ჭეჭყვა, თრევა, ხელების გადაგრეხა, გაგდება – რატომ იქცევიან ასე სასამართლოს მანდატურები? ლანძღვა, ჭეჭყვა, თრევა, ხელების გადაგრეხა, გაგდება – რატომ იქცევიან ასე სასამართლოს მანდატურები?
  • პოლიტიკა

ლანძღვა, ჭეჭყვა, თრევა, ხელების გადაგრეხა, გაგდება – რატომ იქცევიან ასე სასამართლოს მანდატურები?

“მეტა“ ხელოვნური ინტელექტის კომპანიაში 14.3 მილიარდ დოლარს დააბანდებს „სუპერინტელექტის“ შესაქმნელად “მეტა“ ხელოვნური ინტელექტის კომპანიაში 14.3 მილიარდ დოლარს დააბანდებს „სუპერინტელექტის“ შესაქმნელად
  • ახალი ამბები

“მეტა“ ხელოვნური ინტელექტის კომპანიაში 14.3 მილიარდ დოლარს დააბანდებს „სუპერინტელექტის“ შესაქმნელად

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.