Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • კულტურა
  • კულტურა

რა ვიცით ჭაქვინჯის ციხეზე, რომელიც „ევროპა ნოსტრას“ შვიდეულში გავიდა

NewsGeorgia May 18, 2023
რა ვიცით ჭაქვინჯის ციხეზე, რომელიც „ევროპა ნოსტრას“ შვიდეულში გავიდა


ჭაქვინჯის ციხე ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში მდებარეობს. ჯიხაშკარი სწორედ ციხის კარს ნიშნავს, ჭაქვინჯი – ჭანების ძირს, ფუძეს.

ქვედა და ზედა ციხეებიდან ახლა მხოლოდ ზედა ციხეა შემორჩენილი, ქვედა – საბჭოთა ეპოქაში საგზაო სამუშაოებმა შეიწირა.

ციხე საკმაოდ დიდია. 5 ათას კვადრატულ მეტრამდე. გალავნის სიმაღლე ექვს მეტრს აღწევს, კოშკების – ათს. ციხეში შემორჩენილია ეკლესიის ნიში, გადმოცემით, წმინდა გიორგის სახელობის. თავად ტაძარი აღარ დგას. ყოფილა საიდუმლო გვირაბიც. ციხის შესასვლელი ჩრდილოეთითაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოტევას ამ მხრიდან ელოდნენ. წარსულში ადგილობრივებს ხშირად თავს ჩრდილო კავკასიის მომთაბარე ტომები ესხმოდნენ.

ციხე ინგრევა, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ კულტურის საერთაშორისო ცენტრმა ის „ევროპა ნოსტრას“ პროგრამაზე წარადგინა. ამ პროგრამაში ჩართვისთვის ორი ძირითადი მოთხოვნაა: კულტურული ძეგლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს და გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდეს.

ჭაქვინჯის ციხე

„ევროპა ნოსტრა“ არის ევროპაში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც კულტურულ ძეგლებს მფარველობს.

„ევროპა ნოსტრას“ კონკურსში შვიდეულში გასვლა ნიშნავს, რომ საქართველოში სპეციალისტები ჩამოვლენ, ძეგლს შეისწავლიან და მისი განვითარებისთვის საჭირო რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. პროგრამა ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად ტარდება.

„2018 წელს დავითგარეჯი გავიდა შვიდეულში. ჩამოვიდა ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც საკმაოდ საინტერესო რეკომენდაციები დადო“, – ამბობს მაკა დვალიშვილი, „ევროპა ნოსტრას“ წარმომადგენელი საქართველოში.

დავითგარეჯი

დავითგარეჯი

მართალია, შვიდეულში არ გადასულან, მაგრამ „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 12 ძეგლის“ ნომინანტი გახდა ნარიყალას ციხე 2021 წელს და ჭიათურის საბაგირო – 2018 წელს.

მაკა დვალიშვილი ამბობს, რომ უშუალოდ ძეგლის აღდგენას „ევროპა ნოსტრა“ არ აფინანსებს, მაგრამ ამ კონკურსში გამარჯვებამ მეტ შესაძლებლობა მისცა ძეგლს, მისი აღდგენით დაინტერესებულმა მხარემ დონორები მოიძიოს.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ უზრუნველვყოფთ ტექნიკურ ექსპერტიზას, გამოვავლენთ დაფინანსების შესაძლო წყაროებს. გამოვიყენებთ ჩვენს ფართო ქსელს მათი საქმისა და ძალისხმევის მხარდასაჭერად, რაც ახლა ასევე გახდა ჩვენი საქმე და ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“, – თქვა „ევროპა ნოსტრას“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა გაი კლაუსმა ონლაინღონისძიებაზე, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა.

ჭაქვინჯის ციხე – კოლხური ტომებიდან კირის კარიერამდე

ჭაქვინჯის ციხეს, ისევე, როგორც იმ ადგილს, სადაც ის დგას, გრძელი ისტორია აქვს. პროექტის ავტორი, ისტორიკოსი ლაშა ჯიქია ამბობს, რომ 2017-2019 წლებში ეს ტერიტორია არქეოლოგებმა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ იქ ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.-მდე მერვე-მეშვიდე საუკუნეებში კოლხური ტომები ცხოვრობდნენ. მოგვიანებით, ელინისტურ პერიოდში აქ აბრეშუმის გზის ერთ-ერთი განშტოება გადიოდა. ადგილი მნიშვნელოვანი იყო, როგორც ეკონომიკური, ისე სტრატეგიული თვალსაზრისით. ამის გამო ჯერ კიდევ მეოთხე-მეხუთე საუკუნებეში აქ მცირე ზომის ციხესიმაგრე აშენდა.

„შემდეგ უკვე ლაზიკის სამეფოს, გუბაზ მეფის პერიოდში, როცა სანაპიროები ჯერ რომაელებმა, შემდეგ კი ბიზანტიელებმა დაიპყრეს, ციხეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდათ. მაშინ მათ რეზიდენციის ფუნქციაც ჰქონდათ. ეს ტენდენცია შუა საუკუნეებში და მის შემდეგაც გაგრძელდა. სამეგრელოს ბოლო მთავარი დავით დადიანი სწორედ ჭაქვინჯშია დაბადებული. იქ მათ საზაფხულო რეზიდენცია ჰქონდათ, ორსართულიანი პალატი, – ჰყვება ლაშა ჯიქია, – საქართველოს გაერთიანებისას, ბაგრატ მეფის პერიოდში ციხე გააფართოვეს. ის სახე, რომელიც დღეს აქვს, ციხემ გვიან შუა საუკუნეებში მიიღო. მთელი ამ დროის განმავლობაში ციხე ფუნქციური იყო. ვახუშტი ბატონიშვილი წერს, რომ აქ საგანძურს ინახავდნენ, რომელზეც ბევრს ეჭირა თვალი. თუმცა, ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რომელი ბრძოლები უკავშირდება ჭაქვინჯის ციხეს“

ერთი ბრძოლა მაინც ცნობილია, 1905 წლის გლეხთა აჯანყება, რომელიც სამეგრელოსაც შეეხო. ისტორიკოსი ამბობს, რომ მაშინ აჯანყებულებმა ჭაქვინჯს შეაფარეს თავი. რუსმა გენერალმა ადელხანოვმა მათ ზარბაზნებიდან გაუხსნა ცეცხლი. დაზიანდა კოშკურა, გალავნის კედლები ჩამოინგრა.

უკვე სამოციან წლებში, ციხის ძირში კომუნისტებმა კირის მოპოვება დაიწყეს, რის გამოც კლდე დღემდე იშლება.

„ბაქანი, რომელზეც ციხე დგას, აქტიური გეოლოგიური რისკის ქვეშაა. კლდის რღვევის გამო რამდენჯერმე უზარმაზარი ლოდები დაგორდა. ციხის ნაშალი საკარმიდამო ნაკვეთებში ჩამოვიდა, გზა ჩახერგა“, – ამბობს ლაშა ჯიქია.

ჭაქვინჯის ციხე

ჭაქვინჯის ციხე

ციხის გადასარჩენად ჯერ მისი კონსერვაციაა საჭირო, შემდეგ კი დონორების მოძიება, ბოლოს – აღდგენა. ციხე სამი მუნიციპალიტეტის: ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის გასაყარზე მდებარეობს და მისი გადარჩენა სამივე რაიონს მისცემს ტურისტების მოზიდვის საშუალებას.

Tags: ევროპა ნოსტრა ისტორია კოლხური ტომები კულტურა ციხის კარი ჭაქვინჯის ციხე ჯიხაშკარი

Continue Reading

Previous: შეწყდეს რეკონსტრუქცია – „ოქროს ჩარდახის“ აღდგენის პროექტი სადავო ხდება
Next: კანის ფესტივალის დღიურები: ინდიანა ჯონსი და ოთხსაათიანი “საავტორო კინო”

კავშირშია

ჰოლივუდის გაფიცულმა მწერლებმა სტუდიებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს ჰოლივუდის გაფიცულმა მწერლებმა სტუდიებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს
  • კულტურა

ჰოლივუდის გაფიცულმა მწერლებმა სტუდიებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

ვიქტორ ნოზაძე 130 – „არ შემიძლია დავბრუნდე, სანამ სამშობლო მოსკოვის მპყრობელობაშია“ ვიქტორ ნოზაძე 130 – „არ შემიძლია დავბრუნდე, სანამ სამშობლო მოსკოვის მპყრობელობაშია“
  • კულტურა

ვიქტორ ნოზაძე 130 – „არ შემიძლია დავბრუნდე, სანამ სამშობლო მოსკოვის მპყრობელობაშია“

მოკლეს ილია მოკლეს ილია
  • კულტურა

მოკლეს ილია

საინტერესო

ფაშინიანი: უახლოეს დღეებში ყარაბაღში სომხები აღარ დარჩებიან ფაშინიანი: უახლოეს დღეებში ყარაბაღში სომხები აღარ დარჩებიან
  • ახალი ამბები

ფაშინიანი: უახლოეს დღეებში ყარაბაღში სომხები აღარ დარჩებიან

ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებაზე: ფრენებზე მოლაპარაკება არ ყოფილა, მთავრობამ მოიწონა და დაამოწმა ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებაზე: ფრენებზე მოლაპარაკება არ ყოფილა, მთავრობამ მოიწონა და დაამოწმა
  • ახალი ამბები

ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებაზე: ფრენებზე მოლაპარაკება არ ყოფილა, მთავრობამ მოიწონა და დაამოწმა

შვეიცარიის მყინვარები ორ წელიწადში 10%-ით შემცირდა შვეიცარიის მყინვარები ორ წელიწადში 10%-ით შემცირდა
  • ახალი ამბები

შვეიცარიის მყინვარები ორ წელიწადში 10%-ით შემცირდა

ოცდაათწლიანი ომი: როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგის ხელიდან გაშვებული შანსი? ოცდაათწლიანი ომი: როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგის ხელიდან გაშვებული შანსი?
  • პოლიტიკა

ოცდაათწლიანი ომი: როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგის ხელიდან გაშვებული შანსი?

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.