Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • პრორუსულმა პარტიამ ზურაბიშვილისა და ნანუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა მათი „დაპრანკვის“ შემდეგ
  • ახალი ამბები

პრორუსულმა პარტიამ ზურაბიშვილისა და ნანუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა მათი „დაპრანკვის“ შემდეგ

NewsGeorgia April 26, 2025
პრორუსულმა პარტიამ ზურაბიშვილისა და ნანუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა მათი „დაპრანკვის“ შემდეგ


განცხადება პროკურატურაში პარტიის ლიდერებმა, გენერალურმა მდივანმა თემურ ფიფიამ და თავმჯდომარე მიხელ ჟღენტმა მას შემდეგ შეიტანეს, რაც სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა „პრანკერებმა“ სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი „დაპრანკეს“.

  • კრემლის პროპაგანდისტული მედია ამტკიცებს, თითქოს ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან „პრანკერების“ საუბარმა გამოაჩინა, რომ საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციებს უკანონოდ და მალულად აფინანსებენ „დასავლური ძალები“.
  • სინამდვილეში, ზურაბიშვილის და ნანუაშვილიც დასავლეთის მიერ დემოკრატიული ძალებისა და მედიის მხარდაჭერის საჭიროებაზე ესაუბრებოდნენ.
  • მამუკა ფიფია, პრორუსული პარტიის საგარეო მდივანი აცხადებს, რომ ის დაეხმარა რუს „პრანკერებს“ სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის „გამასხარავებაში“.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, ლიდერებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს საჯარო განცხადებების ფორმით – განცხადება პროკურატურაში, მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრებისათვის განკუთვნილ ყუთში მოათავსეს.

„ვითხოვეთ ხელისუფლებისგან, პროკურატურისგან, მოახდინონ რეაგირება, რამეთუ ჩვენ ვთვლით და გვჯერა, რომ … არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მომენტები“, – ამბობს მიხეილ ჟღენტი გავრცელებულ ვიდეოში.

პარტია აცხადებს, რომ მისი ლიდერები იმედოვნებენ, „საქართველოს გენერალური პროკურატურა დაინტერესდება და შესაბამის რეაგირებას მოახდენს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით“.

„სოლიდარობა მშვიდობისათვის“ ითხოვს „ახალ გეორგიევსკს“ რუსეთის ფედერაციასთან. 2024 წლის 4 აგვისტო

„პრანკერებმა“, „ვოვანმა და ლეკსუსმა“ (ვლადიმირ კუზნეცოვმა და ალექსეი სტოლიაროვმა) სალომე ზურაბიშვილსა და უჩა ნანუაშვილს დაურეკეს გარი კასპაროვის სახელით – რომელიც რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ არის გამოცხადებული და მათ პროევროპულ დემონსტრაციებზე ესაუბრნენ.

პრორუსული პარტია წერს, რომ „პრანკერებთან“ საუბარში გამოჩნდა „ოპოზიციის შემდგომი გეგმები კანონიერი ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით“.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) – ნანუაშვილის დაფუძნებული ორგანიზაცია, – განმარტავს, რომ რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებული სიუჟეტი არის „დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული“ და მისი მიზანია „საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სიმართლის დამახინჯება“.

გავრცელებული ვიდეოს თანახმად, რომელიც დამონტაჟებულია და რუსულად გახმოვანებული, “პრანკერებმა“ ქართველ პოლიტიკოსთან განიხილეს თბილისში მიმდინარე პროტესტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკა, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება.

ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კასპაროვის სახელით მათ ზურაბიშვილს შესთავაზეს დახმარება საქართველოს ორგანიზაციების დაფინანსებაში.

“პრანკერების“ მიერ გამოქვეყნებული რუსული (საუბარი ინგლისურად წარიმართა) თარგმანის მიხედვით, მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მედიას სჭირდება მხარდაჭერა, განსაკუთრებით – რეგიონულს, აგრეთვე – პროფკავშირებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სოციალური საკითხებით არიან დაკავებული.

„რაც გაუშვეს ანონსში, მაგალითად, ნიღბიან ფორმირებებსა და მაიდანზე, იმის საპირისპირო იყო, რაც მე ვთქვი, რომ ხელისუფლების ორგანიზებული იყო ნოემბერ-დეკემბერში და არა აქციის მონაწილეების მიერ“, – განუმარტა უჩა ნანუაშვილმა „ეხო კავკაზას“.

„გეორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ ინიციატივა, ჰუმანიტარული დახმარება რუსეთის კურსკის ოლქს, მონაწილეობა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის მოლაპარაკებებში, კავშირები „რუს-ქართველ ოლიგარქ“ ოთარ ფარცხალაძესთან… – ასეთია ბოლო პერიოდში გააქტიურებული პრორუსული პარტიის მოკლე დოსიე.



Tags: DRI ახალი ამბები და დაპრანკვის ზურაბიშვილისა მათი მამუკა ფიფია მიმართა მიხეილ ჟღენტი ნანუაშვილის პარტიამ პროკურატურას პრორუსულმა სალომე ზურაბიშვილი სოლიდარობა მშვიდობისათვის უჩა ნანუაშვილი შემდეგ წინააღმდეგ

Continue Reading

Previous: 7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს
Next: ტრამპი აცხადებს, რომ „ყირიმი რუსეთს დარჩება“

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.