Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ახალი ამბები

პრემია „საბას” საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში დათო ქარდავამ გაიმარჯვა

NewsGeorgia September 19, 2023
პრემია „საბას” საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში დათო ქარდავამ გაიმარჯვა



ლიტერატურული პრემია „საბას” 2023 წლის დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინეს. საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში გაიმარჯვა დათო ქარდავამ – „მეორადი ჰომეროსი“ (გამომცემლობა “ზიარი”).

„მეორადი ჰომეროსი“ არის დათო ქარდავას ლექსების კრებული, „თბილისის ყოველდღიურობის პოეზია“, როგორც მას გამომცემელი ნატო ალხაზიშვილი უწოდებს.

„დათო ქარდავა მრავალი წელი იკვლევდა თბილისს, წერდა წერილებს და წიგნებს, სხვადასხვა ღონისძიებებზე საუბრობდა მის შესახებ, და აი, ბოლოს იფეთქა – მთელი ეს ცოდნა ამ ფორმატში ვეღარ დაეტია და პოეზიად გარდაიქმნა. ოღონდ საფანელივითაა აქ ცოდნა, რომ უნდა ააგუნდავოს და შეკრას იმ ლექსის ცომი, რომელშიც ახალი ამბები თამაშდება ძველი კოდებით დატვირთულ გარემოში, ხან სევდიანად, ხან ირონიულად, ხანაც პრობლემების მტკივნეული განცდით”, – ვკითხულობთ პოეტური კრებულის ანოტაციაში.

ამავე ნომინაციაში გაიმარჯვა ნინი ელიაშვილმა კრებულით, „სხვა სახელი მოუხდებოდა“ (გამომცემლობა “კალმოსანი”).

დათო ქარდავა ჯიმშერ რეხვიაშვილის ფსევდონიმია. ის არის ჟურნალისტი, ბლოგერი, პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი.

ჯიმშერ რეხვიაშვილი მუშაობს რადიო თავისუფლებაში, შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მას მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაარსდა 2002 წელს. მისი დამფუძნებლები არიან “თიბისი” და რატი ამაღლობელი. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. პრემია “საბაზე” განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემია, რომელსაც “თიბისი” გამოყოფს.

Tags: ”საბა” ახალი ამბები გაიმარჯვა დათო დათო ქარდავა კრებულის ნომინაციაში პოეტური პრემია საბას საუკეთესო ქარდავამ ჯიმშერ რეხვიაშვილი

Continue Reading

Previous: თურქეთმა განაცხადა, რომ ბაქო „იძულებული იყო ზომები მიეღო“ მთიან ყარაბაღში. დაღუპულთა რიცხვი 25-ია
Next: აზერბაიჯანი ავრცელებს ცნობას, რომ მისმა არმიამ მთიან ყარაბაღში 60 საბრძოლო პოზიცია დაიკავა

კავშირშია

“შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს “შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს
  • ახალი ამბები

“შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა
  • ახალი ამბები

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

საინტერესო

“შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს “შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს
  • ახალი ამბები

“შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა – მას ქართველები მფლობელები ჰყავს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა
  • ახალი ამბები

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.