„ჟურნალისტი ვარ, რატომ მირტყამთ?! რა წესი დავარღვიე?!“ – მიმართავდა ჟურნალისტი პოლიციელებს, რომლებიც მასზე ძალადობდნენ.
მოგვაინებით პოლიციელები კვალვ მიუახლოვდნენ ჟურნალისტს და უთხრეს: „ვერ გაიგე, რომ უნდა წახვიდე?!“ შემდეგ კი კვლავ გაუსწორდნენ ფიზიკურად.
პოლიციასა და ჟურნალისტს შორის კომუნიკაცია RealPolitika-ს ფეისბუქგვერდის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
„რადგან ჩემი იქ ყოფნა არ მოეწონათ ათამდე სპეცრაზმელმა წრეში მომაქცია და მირტყეს სანამ არ მობეზრდათ, სიტყვიერ შეუარცხყოფაზე არაფერს ვამბობ. რაღაც ეტაპზე მეთაური მოვიდა, რომელიც ცდილობდა ბეჯი პირში ჩაეტენა“, – ასე იხსენებს ზარქუა მასზე ძალადობის შემთხვევას.
მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს.
პოლიციამ დღესაც, 29-30 ნოემბერის ღამესაც დააკავა რამდენიმე ადამიანი. დაკავების დროს პოლიციელები აქციის მონაწილეებზე ძალადობენ.