
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირებს სახელისუფლებო პარტია დამოუკიდებლად არ იღებდა. ასე გამოეხმაურა ის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გამოკითხვას.
„ბოდიშს ვიხდით საზოგადოების წინაშე. უბრალოდ, საზოგადოება უნდა შემოვიდეს ჩვენს მდგომარეობაში. ჩვენ არც კოჰაბიტაცია გვინდოდა, არც ნინო ლომჯარიას დანიშვნა, არც ქალბატონი [სალომე] ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება და არც ბატონი [გიორგი] გახარიას გაპრემიერება – უბრალოდ, მაშინ მაგდენი პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა და ჩვენი სუვერენიტეტი განმტკიცებული არ იყო…“ – თქვა ლევან მაჭავარიანმა.
გუშინ, 14 აპრილს „ქართული ოცნების“ დროებით საგამოძიებო კომისიაში ამავე პარტიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მივიდა. მან ისაუბრა პარტიიდან წასვლის მიზეზზე და მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვლის ჩართვა დაასახელა.