Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • “პეგასუსმა” უფასო ბარგის წონა 3 კგ-მდე შეამცირა
  • ახალი ამბები

“პეგასუსმა” უფასო ბარგის წონა 3 კგ-მდე შეამცირა

NewsGeorgia February 19, 2024
“პეგასუსმა” უფასო ბარგის წონა 3 კგ-მდე შეამცირა


ავიაკომპანია Pegasus-მა, რომელიც საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს ფრენებს, ე.წ. უფასო ბარგის წონა 8 კგ-დან 3 კგ-მდე შეამცირა. განახლებული მონაცემები უკვე ჩანს ბილეთის შეძენის დროს.

ვებსაიტზე სასურველი მიმართულებით ფრენის მოძებნის შემდეგ ჩნდება წარწერა, რომლის მიხედვითაც, ხელბარგის დასაშვები ზომებია 40/30/15 სმ, რომელიც წონაში არ უნდა აღემატებოდეს 3 კგ-ს. ეს მგზავრობის ღირებულებას, ზოგიერთ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ზრდის.

მაგალითად, 22 თებერვალს თბილისიდან ანკარის მიმართულებით ბილეთის ფასი 60 ევროა – ამ თანხაში შედის მხოლოდ 3 კგ-იანი ხელბარგი. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს 8 კგ-იანი ბარგი აქვს, მას მგზავრობა 30 პროცენტით, 78 ევრომდე უძვირდება.

ფოტო ავიაკომპანიის ვებსაიტიდან

Pegasus ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. ავიაკომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან რამდენიმე წელია ასრულებს ფრენებს, რამდენიმე კვირის წინ კი ფრენების შესრულება დაიწყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

Tags: Pegasus ახალი ამბები ბარგი ბარგის ბილეთის ფასი კგმდე პეგასუსი პეგასუსმა უფასო შეამცირა წონა

Continue Reading

Previous: ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ რუსეთში ინდურ და აფრიკულ ავტომანქანებს ელოდებიან
Next: რუსეთი აფხაზეთში ჩასვლას სახიფათოდ თვლის – წყენა ორივე მხარეს იზრდება

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.