
უნგრეთის ოპოზიცია ალბათ მოითხოვს პარლამენტის საგანგებო სესიის ჩატარებას, რათა დაამტკიცოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის შესვლა, განაცხადა ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა, ლასლო კოვერმა.
index.hu-ს ინტერვიუში მან თუმცა თქვა, რომ ეს მცდელობა წარმატებით არ დასრულდება.
სპიკერმა დასძინა, რომ „ვერ გრძნობს განსაკუთრებული დაჩქარების აუცილებლობას, არავითარი საგანგებო ვითარება არ არსებობს“ ნატოში შვედეთის გაწევრიანების განცხადების გარშემო, იტყობინება Reuters-ი.
უნგრეთი ბოლო ქვეყანაა ნატოს წევრებს შორის, რომელსაც არ დაუდასტურებია სკანდინავიის ამ სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანებას. შვედეთმა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შემდეგ უარყო თავისი ნეიტრალური პოლიტიკა და სამხედრო კავშირში შესვლა გადაწყვიტა.
თურქეთმა, რომელიც ასევე არ ემხრობოდა სტოკჰოლმის ნაბიჯს, 23 იანვარს, პარლამენტის სესიაზე დაამტკიცა შვედეთის განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ.
ანკარამ შვედეთის განაცხადის რატიფიცირებას წელიწადზე მეტი დრო მოანდომა. ახლა თურქეთის პარლამენტის მიერ რატიფიცირებული დოკუმენტი ერდოანს ხელმოწერისთვის დაუბრუნდა. ალიანსის წესდების თანახმად, ნატოს ბლოკში ახალი წევრები ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიიღება.