Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • მსოფლიო
  • ნატოს მეტი ბირთვული შეიარაღების განლაგება და მზადყოფნაში მოყვანა სურს
  • მსოფლიო

ნატოს მეტი ბირთვული შეიარაღების განლაგება და მზადყოფნაში მოყვანა სურს

NewsGeorgia June 17, 2024
ნატოს მეტი ბირთვული შეიარაღების განლაგება და მზადყოფნაში მოყვანა სურს



ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) აცხადებს, რომ ის წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებს აწარმოებს, უფრო მეტი ბირთვული იარაღის განლაგების თაობაზე, მათი საცავებიდან ამოღებაზე და მზადყოფნის რეჟიმში განთავსებაზე. ალიანსი ამ ნაბიჯს რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის საჭიროებით ხსნის.

განცხადება მეტი ბირთვული იარაღის განთავსების თაობაზე, ბრიტანულ გამოცემა “ტელეგრაფთან” საუბარში, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. მისი თქმით, წევრ ქვეყნებს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინტერვიუ ბრიტანულ გამოცემაში დღეს, 17 ივნისს გამოქვეყნდა.

სტოლტენბერგის განცხადებით, ბირთვულმა არსენალმა შემაკავებლის როლი უნდა შეასრულოს და პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.

“ოპერაციულ დეტალებში არ შევალ, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რამდენი შენახული, მაგრამ ჩვენ ამ საკითხებზე კონსულტაციები გვჭირდება და სწორედ ამას ვაკეთებთ”, – განუცხადა მან გამოცემას და დასძინა: “გამჭვირვალობა პირდაპირი გზავნილის კომუნიკაციაში დაგვეხმარება, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ბირთვული ალიანსი ვართ”.

ნატოს გენერალური მდივნის განმარტებით, ალიანსის მიზანია სამყარო ბირთვული შეიარაღების გარეშე არსებობდეს. მაგრამ, “ჩვენ ბირთვულ ალიანსად ვრჩებით, რადგან ისეთი მსოფლიო, რომელშიც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას ატომური იარაღი ექნება და ნატოს კი – არა, გაცილებით სახიფათო იქნებოდა”.

ბირთვულ შეიარაღებაზე სტოლტენბერგმა გასულ კვირას გამართულ, თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზეც ისაუბრა. მინისტერიალზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ატომური იარაღი ნატოს “უსაფრთხოების მთავარ გარანტიას” წარმოადგენს და ის მშვიდობის შენარჩუნებას ემსახურება.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში, რუსეთი მეზობელ სუვერენულ უკრაინაში განმეორებით შეიჭრა და იქ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, კრემლმა ბირთვული მუქარა არაერთხელ გამოთქვა. რუსეთის პრეზიდენტმა სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მოსკოვს, ექსტრემალურ ვითარებაში თავის დასაცავად, ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია.

კრემლი შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს ადანაშაულებს იმაში, რომ მათ უკრაინის სამხედრო დახმარებით, მსოფლიო ბირთვული დაპირისპირების ზღვარზე მიჰყავთ, იმის მიუხედავად, რომ ევროპის კონტინენტზე მასშტაბური ომი თავად დაიწყო.

Tags: მთავარი მსოფლიო ომი უკრაინაში

Continue Reading

Previous: აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგი – „სომხეთს დემოკრატიული საქართველო სჭირდება“
Next: მოსკოვის სასამართლომ ნებაყოფლობით ემიგრაციაში მყოფი ორი ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა

კავშირშია

რას ნიშნავს პროევროპელი ლიბერალის გამარჯვება რეგიონისთვის, საქართველოსთვის რას ნიშნავს პროევროპელი ლიბერალის გამარჯვება რეგიონისთვის, საქართველოსთვის
  • მსოფლიო

რას ნიშნავს პროევროპელი ლიბერალის გამარჯვება რეგიონისთვის, საქართველოსთვის

ორბანი, ფიცო, ვუჩიჩი, მაკრონი, მეცოლა – კობახიძის ხანმოკლე შეხვედრები და საუბრები ალბანეთში ორბანი, ფიცო, ვუჩიჩი, მაკრონი, მეცოლა – კობახიძის ხანმოკლე შეხვედრები და საუბრები ალბანეთში
  • მსოფლიო

ორბანი, ფიცო, ვუჩიჩი, მაკრონი, მეცოლა – კობახიძის ხანმოკლე შეხვედრები და საუბრები ალბანეთში

შეუძლია აშშ-ის ტარიფებს უკრაინის იარაღის მიწოდების ჯაჭვის დარღვევა? შეუძლია აშშ-ის ტარიფებს უკრაინის იარაღის მიწოდების ჯაჭვის დარღვევა?
  • მსოფლიო

შეუძლია აშშ-ის ტარიფებს უკრაინის იარაღის მიწოდების ჯაჭვის დარღვევა?

საინტერესო

რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს
  • პოლიტიკა

რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს

ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ
  • ახალი ამბები

ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ

პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა
  • ახალი ამბები

პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა

ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ
  • ახალი ამბები

ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.