სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული რაკეტა მოხვდა ადმინისტრაციულ შენობას, სადაც სხვადასხვა სამსახურის ოფისები იყო. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაიღუპა 1 პოლიციელი და დაშავდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის 9 თანამშრომელი, რომელთაგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა.
აფეთქების ტა;ღამ დააზიანა ახლომდებარე შენობები. სარაკეტო დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.