თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 12:06 საათზე გაფრინდა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კი საწვავის დაწვის მიზნით ათამდე წრე დაარტყა.
ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ რეისი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ შესრულდება.
განახლება: მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, 13:22 საათზე თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.